შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილის სექსუალური ფოტოები მისი "ფეისბუქიდან". 2015, 7 სექტემბერი, 11:38 მსახიობი, ტელეწამყვანი და მოდელი შორენა ბეგაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ხშირად ანებივრებს თავისი სექსუალური ფოტოებით, რითიც საზოგადოებას შოკში აგდებს, რა თქმა უნდა განსაკუთრებით კი მამაკაცებს.
მისმა უკანასკნელმა ძალიან თამამმა და გულახდილმა ფოტოებმა, ხომ საერთოდ გააგიჟა მისი თაყვანისმცემლები.
შორენას სექსუალურმა პოსტმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" 17 000-ზე მეტი მოწონება და უამრავი კომენტარი დაიმსახურა.
მის გარუჯულ სხეულზე შავი ელეგენტური საცურაო კოსტიუმი განსაკუთრებულად გამოიყურება. შოკო მართლაც რომ შოკია...
ერთ-ერთმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც კი ურჩია: " შორენა ბეგაშვილი "ლაიქის"-ების და ""კომენტების"-ების ეგეთი რაოდენობოს ფონზე მგონია, რომ სულ ტყუილად "მაზავ" წელს საპრეზიდენტო არჩევნებს..." "მაკანკალებს ამ ქალზე, იდეალურია, ქალურია, დახვეწილია... არ დავიღლები კომპლიმენტებით..." "ძალიან ხშირად, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც, შენი სტილით ან თუნდაც სახით სოფია ვერგარას გამსგავსეებ... ეს ძალიან კარგია, რომ ჩვენც გვყავს ქართველი სოფია, მასავით ეშხიანი და სექსუალური. რაც მთავარია, კარგი ხასიათის მქონე... იმედი მაქვს, მუდამ ასეთ პოზიტივს დატოვებ საზოგადოებაში..." "ეს უკვე მკვლელობის მცდელობაა ქალბატონო! რას მიკეთებთ, როგორ შეიძლება?! გაოგნებული ვარ და ვინც მე იმას დამაბრალებს შენი ფოტოების ნახვის შემდეგ ხამი, თავაშეუკავებელი და"აზაბოჩენი" ავადმყოფიაო, აი ზუსტად ის ადამიანი მგონია ძალიან მძიმედ დაავადებული, ფლეგმა, უემოციო და კიდევ ბევრი ცუდი რამეებით დაავადებული! მე ის ვიცი, რომ შენით ვარ ავად ამ წუთას... ულამაზესო, საყვარელო და საოცრებავ!" აი ასე გააგიჟა ზოგიერთი "ფეისბუქ" მეგობარი შორენას სილამაზემ და სექსუალურობამ... 851 3-ს მოსწონს
|