სხვა ათი გასაოცარი ფაქტი, რომელთა შესახებ ალბათ არასოდეს გსმენიათ 2015, 7 სექტემბერი, 10:19 სამყარო ჩვენს ირგვლივ გაცილებით მრავალფეროვანი, იდუმალი და საინტერესოა, ვიდრე ჩვენ გვგონია. აქ ყოველდღიურად ხდება რაღაც გასაოცარი და უცნაური, თუმცა ყველა ფაქტის და მოვლენის ცოდნა ადამიანისათვის შეუძლებელია.
ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ათი უცნაური ფაქტი დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა შესახებ ალბათ არასოდეს გსმენიათ. 1. ტრანსილვანიის (რუმინეთი) ერთ-ერთი სოფლის ეკლესიაში არის სპეციალური "ოთახი განსაქორწინებელი წყვილებისათვის". მანამ, სანამ განქორწინების ოფიციალურ ქაღალდს მიიღებენ, ცოლ-ქმარი იძულებულია ორი კვირა იცხოვროს ამ საკმაოდ ვიწრო ოთახში, სადაც მხოლოდ ერთი პატარა მაგიდა, ერთი ვიწრო საწოლი, ერთი სავარძელი, ერთი კოვზი და თეფშია. საინტერესოა, რომ 300 წლის განმავლობაში ამ სოფელში განქორწინებამდე საქმე მხოლოდ ერთხელ მივიდა. 2. არსებობს დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს სრული უძილობა ემართება. ამ ავადმყოფობით დაავადებულები გამუდმებით იძირებიან კოშმარულ ფსიქოზში და რამოდენიმე თვის შემდეგ კვდებიან. ავადმყოფობა არ იკურნება, რადგან მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ შექმნეს სათანადო ეფექტური პრეპარატი მის წინააღმდეგ საბრძოლველად. 3. ერთხელ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს ინდონეზიის პრეზიდენტის სუკარნოს შანტაჟირება, გამოუცხადეს რა მას, რომ მოიპოვეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც პრეზიდენტის სექსუალური გართობაა ჩაწერილი. შიშის ნაცვლად სუკარნო ისე აღაფრთოვანა ამ ამბავმა, რომ აგენტებს სთხოვა ვიდეოჩანაწერის ერთი ასლი მისთვისაც გაეგზავნათ. 4. 2012 წლის ზაფხულში ტარდებოდა ატომური წყალქვეშა ნავის USS Miami-ის სარემონტო სამუშაოები. ერთმა 24 წლის ზარმაცმა მუშამ გადაწყვიტა ნავზე პატარა ხანძარი მოეწყო, იმედოვნებდა რა, რომ გამოცხადდებოდა ევაკუაცია და მას დროზე ადრე გაუშვებდნენ სახლში. მისმა"უწყინარმა ოინმა" გამოიწვია ის, რომ ატომური ნავი ჩამოსაწერი გახდა, რამოდენიმე მუშამ სერიოზული დამწვრობა მიიღო, ხოლო საერთო ზარალმა 400 მილიონი დოლარი შეადგინა. 5. ბავშვის ძუძუთი კვების დროს ქალის სხეულში გამომუშავდება ნივთიერება ოქსიტოცინი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "სიყვარულის ჰორმონი". ეს ჰორმონი ქალს უყალიბებს სიყვარულსა და მზრუნველობას საკუთარი პირმშოს მიმართ. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ მამაკაცები, რომლებიც მოფერების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ქალის მკერდის სტიმულაციას, პარტნიორებისათვის გაცილებით სასურველნი ხდებიან. 6. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიმსუქნე "გადამდებია". სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს გამოირკვა, რომ მათ, ვისაც ფუმფულა მეგობრები ჰყავთ, 57%-ით მეტი შანსი აქვთ თავადაც გახდნენ მძიმეწონიანები. მეუღლეებს შორის ეს თანაფარდობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია: ერთი მათგანის გასუქების შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ მისი თანამეწყვილეც ჭარებწონიანი გახდება, შეადგენს 71%-ს. 7. 2012 წელს ფრანგი მეფუტკრეები თავსატეხის წინაშე დადგნენ: ისინი ვერაფრით ხსნიდნენ იმ ფაქტს, თუ რატომ მოჰქონდათ ფუტკრებს მწვანე და ლურჯი თაფლი. ბოლოს და ბოლოს მათ გაარკვიეს, რომ მწერები M&M’s-ის ახლომდებარე ფაბრიკას სტუმრობდნენ. 8. თუ თქვენ 27 წლის ხართ, მაშინ იცოდეთ, რომ ინდოეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი თქვენზე ახალგაზრდაა (ამ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ასაკი 38 წელს შეადგენს), ხოლო თუ თქვენ უკვე 30-ს მიუკაკუნეთ, გამოდის, რომ თქვენ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე უფროსი ხართ. 9. მეცნიერებაში არსებობს ტერმინი "აღმატებული ყაყაჩოს სინდრომი"; მას იყენებენ სოციალური ფენომენის აღსაწერად, რომელიც ნიშნავს მასის სიძულვილს და შურს საზოგადოებაში გამორჩეული, წარმატებული ადამიანების მიმართ. 10. კაპიტანი ბოიკოტი გახლდათ ირლანდიელი მიწათმოქმედის მოურავი. ის ისეთი სასტიკი, უსამართლო და დაუნდობელი ადამიანი იყო, რომ მეზობლები ხმას არ სცემდნენ, მაღაზიები უარს ეუბნებოდნენ მომსახურებაზე, ხოლო ეკლესიაში მის სიახლოვეს დადგომას ყველა გაურბოდა. მისი სახელი ისე შორს გავარდა, რომ ბოლოს და ბოლოს ის საზოგადო გახდა და სიტყვა " ბოიკოტი" საბოლოოდ დამკვიდრდა ინგლისურ ენაში. 359 9-ს მოსწონს
|