კინო თანამედროვე კინოს გრძელცხვირიანი "გენიოსი" მსახიობი - მერილ სტრიპი 2015, 29 აგვისტო, 0:05 კოლეგები "მათი თაობის გენიოსს" უწოდებენ. მერილ სტრიპი თანამედროვეობის უდიდესი მსახიობია - ორჯერ გახდა "ოსკარის" პრემიის ლაურეატი და რეკორდსმენია ნომინაციების რაოდენობით. ამ ყველაფერს კი დაუღალავი შრომითა და თანდაყოლილი ნიჭით მიაღწია. მსახიობობამდე მერილ სტრიპი ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სასწავლებელში სწავლობდა, იელის უნივერსიტეტის დრამატულ სკოლაში მაგისტრის ხარისხი მიიღო, ნიუ ჯერსის უმაღლეს სკოლაში კი ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. ყმაწვილქალობაში თურმე ძალიან წუხდა თავისი გარეგნობის გამო, რადგან ლირიკული როლისთვის შეუფერებელი გარეგნობა ჰქონდა. გამხდარი, ახლომხედველი, უსწორმასწორო კბილებითა და გრძელი ცხვირით. აი, რას წერდა მსახიობი საკუთარ გარეგნობაზე წლების შემდეგ: - "ჩემს ანარეკლს რომ ვუყურებდი, მეგონა, მოწყენილი თევზი მიმზერდა". როცა ის პატარა იყო, გოგონა მერილს სიმღერა უყვარდა, ამიტომ მშობლებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, კვირაში ერთხელ გოგონა ნიუ-იორკში სიმღერის მასწავლებელთან დაჰყავდათ. მშობლების მონდომებას და სურვილს უკვალოდ არ ჩაუვლია. ვოკალურ პარტიებს ფილმებში "კომპანიონები" და "მამა მია" მსახიობი თავად ასრულებს. 245 7-ს მოსწონს
|