x
image
natia.a
რა არის PETA და ცნობილი ქალბატონები, რომლებიც მისთვის გაშიშვლდნენ (+ფოტოები)

ორგანიზაცია PETA (People for the Ethical Treatment of Animals) უკვე 30 წელზე მეტია იბრძვის ცხოველთა უფლებების დაცვისთვის. მის მოღვაწეობას სულ უფრო მეტი მხარდამჭერი უჩნდება მსოფლიო მასშტაბით. ქვემოთ წარმოგიდგენთ ცნობილ ქალბატონებს, რომლებიც დათანხმდნენ ქურქის ტარებისა და ცხოველების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შიშველი ფოტოების გადასაღებად.

1. ქლოე კარდაშიანი მონაწილეობას იღებდა კამპანიაში "უმჯობესია შიშველმა ვიარო, ვიდრე ქურქი ვატარო", მაგრამ დატოვა PETA მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტივისტმა ქალმა მას ფქვილი შეაყარა.
image

2. ვენდი უილიმსი თვლის, რომ ადამიანებმა უნდა ატარონ საკუთარი ტყავი და არა ცხოველის ბეწვი.
image

3. ტოპ-მოდელი კრისტი ტარლინგტონი პირველი სუპერმოდელი იყო, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ცხოველის ბეწვის გამოყენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა.
image

4. ანჯელინა სიმონსი ხორცის ჭამას ცოდვად მიიჩნევს და ყველას მოუწოდებს გახდეს ვეგეტარიანელი.
image

5. ბეტენი ფრანკელი ცხოველის გატყავებას არაადამიანობად მიიჩნევს და მოდის ინდუსტრიაში ბეწვის გამოყენების წინააღმდეგია.
image

6. მსახიობმა კიმორა ლიმაც გაიხადა ცხოველების მიმართ ეთიკური მოქცევის მხარდასაჭერად. "იყავით ძაღლებისთვის მფარველი ანგელოზები. ითამაშეთ და დიდხანს ისეირნეთ მათთან ერთად. ნუ შეაბამთ ჯაჭვს და ნუ ჩასვამთ ვოლიერებში", - მოგვიწოდებს ლი.
image

7. მსახიობი ტარაჯი ჰენსონი თვლის, რომ ადამიანებმა ძაღლებს სიყვარული უნდა აჩუქონ და ოჯახის ნაწილად უნდა აქციონ.
image

8. მოცეკვავე კარინა სმორნოფი ამტკიცებს, რომ ურჩევნია შიშველი გამოვიდეს სცენაზე, ვიდრე ცხოველის ტყავი ჩაიცვას.
image

9. მომღერალი როზალი სანჩესიც თვლის, რომ ადამიანს არა აქვს უფლება ცხოველის ბეწვისგან შეკერილი ქურქი ატაროს.
image

10. მსახიობი ლუსი უოტსონი თვლის, რომ ცხოველები ჭკვიანები არიან და საკუთარი ინდივიდუალობა გააჩნიათ. ამიტომ ვერაფრით ხვდება, როგორ შეიძლება ვინმეს უნდოდეს მათი შეჭმა და მათი სხეულის ნაწილის ჩაცმა.
image

11. მსახიობი კრისტენ ჯონსონი გამოდის საჭაპანო ტრანსპორტის გამოყენების წინააღმდეგ და ამას ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად თვლის.
image

12. ევა მენდესმა ბეწვის ტარების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად არა მხოლოდ გაიხადა, არამედ, ასევე მოინახულა ქურქით ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრები და მოუყვა ხალხს თუ როგორი სისასტიკით კლავენ ადამიანები ცხოველებს მათი ტყავის ხელში ჩასაგდებად.
image

13. მსახიობ ჯენა დუანი შიშველი და ტანზე ბოდიარტით პოზიორობს ეგზოტიკური ცხოველების ბეწვის მოდის ბიზნესში გამოყენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
image

14. მსახიობი ლორა ვანდერვურტი შიშველი და ტანზე ბოდიარტით პოზიორობს ცხოველთა გალიებში ჩაკეტვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
image

15. ტელევარსკვლავმა ჯემა კოლინსმა უყოყმანოდ გაიშიშვლა პლიუს-ზომის სხეული ცხოველთა ბეწვისგან შეკერილი ქურქის ტარების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
image

16. მომღერალ პინკს სჯერა, რომ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ადამიანებმა შეიძლება უარი ვერ თქვან ბეწვისგან შეკერილი ქურქის ტარებაზე. იგი ეთანხმება აზრს, რომ ცხოველის ტყავი უნდა დარჩეს ცხოველს.
image

17. ჯამელიაც ასევე ქურქის ტარების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პოზიორობს PETA-სთვის. იგი თვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არა აქვს გაცნობერებეული, როგორი უაზრო სისასტიკეა ცხოველის მოკვლა ბეწვის გამო.
image


0
426
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0