x
image
K.P.
"უკვე ერთ წელზე მეტია არ გვეძლევა შენთან შეხვედრის შესაძლებლობა"-გიგი უგულავას მეუღლე დაბადების დღეს ულოცავს

image
ლელა კილაძე მეუღლეს გიგი უგულავას დაბადების დღეს ულოცავს. "უკვე 1 წელზე მეტია მე და ჩვენს შვილებს არ გვეძლევა შენთან შეხვედრის შესაძლებლობა. ტასოს, თინას, კოკოს, ლევანიკოს და განსაკუთრებით ალექსანდრეს ძალიან ენატრები და გილოცავენ დაბადების დღეს! იყავი მხნედ და ჯანმრთელად! ჩვენ ყველა ერთად თავისუფლებას გისურვებთ! მალე დაგვიბრუნდი! გილოცავ გიგი!"-წერს ლელა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სულ რამდენიმე დღის წინ გაზეთმა ალიამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. გაზეთის მტკიცებით ქალაქის ყოფილი მერი ცოლმა მიატოვა. "ეტყობა უგულავას ცოლს მატროსოვზე სიარული მობეზრდა, რადგან ცოტა ხნის წინ ის კაჭრეთის ძვირადღირებულ სასტუმროში ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად ნახეს და სულაც არ ეტყობოდა, რომ პატიმარ უგულავას ცოლია. ამ ქალს ნანუკა ყველგან დაატარებს, შარშან ვენაში ერეკლე კოდუას დაბადების დღეზეც ჰყავდა ჩაყვანილი და იქაც მაგარი დრო გაატარა. მოკლედ საწყალი გიგი ციხეშია, ეს კიდევ მაინც არაფერს იკლებს. ამჯერად ლელა კილაძე და ვანო მერაბიშვილის ცოლი დასასვენებლად იტალიაში მიბრძანდებიან"-ნათქვამი იყო სკანდალურ სტატიაში.image
როგორც ჩანს აღნიშნული ინფორმაცია მცდრი გამოდგა და წყვილი კვლავ ერთადაა.

ეგახსენებთ რომ, გიგი უგულავას პირველი ქორწინებიდან 2 ქალიშვილი, ლელა კილაძესთან კი ერთი ვაჟი ჰყავს. ლელას მზითევში ორი ვაჟი მოჰყვა და ასე იქცა გიგი უგულავა მრავალშვილიან მამად. წყვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე არ საუბრობს. იმასაც ამბობენ, რომ გიგი ბიუჯეტის ხარჯებით უკეთებდა პლასტიკურ ოპერაციებს მეუღლეს. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ის საზღვარგარეთ მიდიოდა ლელა მისი თანამგზავრი გახლდათ, ცხადია ეს ყველაფერიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა...imageimage

0
242
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0