x
image
მანჩო 777
ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მფლობელი უკრაინელი გოგონა გინესის რეკორდსმენი გახდა
ნადეჟდა შჩერბანი - უკრაინის ქალაქ ვინიცას მცხოვრები, გახდა გინესის რეკორდსმენი, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მფლობელი.



image


რეკორდის ოფიციალური რეგისტრაცია მოხდა ერთ-ერთი სატელევიზიო არხის პირდაპირ ეთერში, რომლის დროსაც ნადეჟდას ოფიციალურად გადასცეს სერტიფიკატი "მსოფლიოში ყველაზე დიდი ნატურალური მკერდი".



image



ახალგამომცხვარმა გინესის რეკორდსმენმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების საიდუმლო - გენებშია: "ჩემს ოჯახში ყველა ფუმფულამკერდიანია-ბებია, დედა, და..თუ ამ განსაკუთრებულობას არ მივიღებთ მხედველობაში, მე აბსოლუტურად ჩვეულებრივი გოგონა ვარ, რომელიც ძალიან ჰგავს თავის ნათესავებს. მე ვიცოდი, რომ ტოქ-შოუს პროდიუსერებს სჭირდებოდათ გამორჩეული გარეგნობის ხალხი: დიდი მკერდით, გრძელი ფეხებით, დიდი ყურებით და ასე შემდეგ. მე უბრალოდ გამიზომეს მკერდის გარშემოწერილობა და დარწმუნდნენ, რომ ის ნატურალური იყო და არა სილიკონის. ეს იყო და ეს"....


image


იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა მკერდის შემოწმება, რომ ის ნამდვილად არ იყო სილიკონის, ნადეჟდა დუმილს ამჯობინებს.



image



გოგონა ამბობს, რომ იყო პოპულარული და სხვებისაგან გამორჩეული-იოლი არაა:"ქუჩაში როცა მივდივარ, ხშირია შემთხვევა, როცა ჩემსკენ თითს იშვერენ და უცერემონიოდ მიუთითებენ ჩემს მკერდზე, არც თუ იშვიათია შეურაცხმყოფელი რეპლიკებიც, თუმცა მე ამას უკვე მივეჩვიე და ყურადღებას არ ვაქცევ".

გინესის რეკორდსმენი ამბობს აგრეთვე, რომ მას აქამდე ძალიან უჭირდა სამსახურში მოწყობა, გასაკუთრებით იმ ორგანიზაციებში, სადაც დირექტორები ქალები იყვნენ. ახლა მას უკვე უამრავი შემოთავაზება აქვს, როგორც მოდელს და ძალიან ბედნიერია ამით.


image

0
921
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
921
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0