ქალი და მამაკაცი "საწყალი გიგი ციხეშია, ეს კიდევ მაინც არაფერს იკლებს"-გიგი უგულავა ცოლმა მიატოვა? 2015, 14 აგვისტო, 19:58
შეგახსენებთ რომ, გიგი უგულავას პირველი ქორწინებიდან 2 ქალიშვილი, ლელა კილაძესთან კი ერთი ვაჟი ჰყავს. ლელას მზითევში ორი ვაჟი მოჰყვა და ასე იქცა გიგი უგულავა მრავალშვილიან მამად. წყვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე არ საუბრობს. იმასაც ამბობენ, რომ გიგი ბიუჯეტის ხარჯებით უკეთებდა პლასტიკურ ოპერაციებს მეუღლეს. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ის საზღვარგარეთ მიდიოდა ლელა მისი თანამგზავრი გახლდათ, ცხადია ეს ყველაფერიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდაო... წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია შარშანაც გავრცელდა. ინფორმაციის მიხედვით გიგი უგულავას ცოლი ლელა კილაძე ქმარს გაშორდა და გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა. ეს ყველაფერი სიცრუე გამოდგა. "მესმის, რომ გიგი უგულავას სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი ოჯახი საჯარო ყურადღების ცენტრშია და მსგავსი ჭორების მიმართ თმენის ვალდებულება გვაკისრია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე და გიგი უგულავას გვყავს 5 მცირეწლოვანი შვილი და ამ ტიპის კამპანია, პირველ რიგში მათ აყენებს ტრავმას"-ასე გამოეხმაურა რამდენიმე თვის წინ ლელა კილაძე მეუღლესთან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. 2226 3-ს მოსწონს
|