ქალი და მამაკაცი კესარიას საკურორტო რომანი ქორწინებით გვირგვინდება? ვინ არის და რას საქმიანობს მისი ახალი სიყვარული? 2015, 7 აგვისტო, 16:49
კესარიას პირადი ცხოვრება მუდამ საინტერესოა. რამდენიმე თვის წინ გვიამბობდა საკუთარი რჩეულის შესახებ. ამტკიცებდა, რომ თავს ერთად კარგად გრძნობდნენ თუმცა ურთიერთობის დაკანონებას ჯერ არ აპირებდნენ. კესარია სამომავლოდ შვილის გაჩენასაც აპირებს: "ორი წლის წინ ვიყავი ინდოეთში, მოვახდინე გენეტიკური მასალების გაყინვა. წინსწარ შევემზადე ამყველაფრისთვის და როცა ვიქნები მზად დედობისთვის, ისევე როგორც ყველა ქალს აქვს სურვილი ჰყავდეს შვილი მეც მინდა და ვაპირებ. როცა ვიქნები მზად ფსიქოლოგიურად, როცა ვიქნები ისე მოწყობილი, რომ შევძლო ბავშვის აღზრდა აუცილებლად გავაჩენინებ სუროგატ დედას". პირადად მის ცხოვრებაში დედასა და ოჯახს განსაკუთრებული ადგილი უკავია. კესოს მტკიცებით, მიუხედავად სირთულეებისა ოჯახი მუდამ გვერდში ედგა. უმცროს დას თავიდან ცოტათი უჭირდა ამ ყველაფრის აღქმა, თუმცა დღეს ახლო მეგობრები და მესაიდუმლეები არან. კესარია თავის ყოვველ ნაბიჯს დედას უყვება, თვლის რომ დასამალი არც არაფერი აქვს. კესარიას პირად ცხოვრებაში სიახლეებია. ის ამჟამად ზღვაზე ისვენებს, სადაც ახალი სიყვარული იპოვა. მისი რჩეული ბიზნესმენია. "რამდენიმე თვეა ერთმანეთს ვიცნობთ. ვმეგობრობთ. ამ წუთას მართლა პატარძალივით ვგრძნობ თავს. რაღაც იმპულსები არის, ერთმანეთს ვეპრანჭებით, მოგვწონს ერთმანეთი"-გვიამბობს კესარია. ეს ყველაფერი უბრალო ხრიკია პიარისთვის, საზაფხულო რომანი თუ დიდი სიყვარული ამას მომავალი გვიჩვენებს. 2280 5-ს მოსწონს 1-ს არა
|