x
image
hamunaptra1990
მეძუძური დედისა და მისი 3,5 წლის შვილის ფოტომ დიდი სკანდალი გამოიწვია(+ფოტოგრაფის თვალით დანახული მეძუძური დედები)
image
ამერიკელმა პროფესიონლამა ფოტოგრაფმა ქალბატონმა არიზონას შტატიდან, ჯეიდი ბილმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა. 36 წლის დედამ ეს ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ იმედი ჰქონდა, რომ გამოიწვევდა ღია დისკუსიას ძუძუთი კვების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ამით კი მას სურდა მიეღწია იმისთვის, რომ საზოგადოებას ეს მიეღო როგორც ნორმა და არა როგორც რაღაც არაბუნებრივ მოვლენად ან ნორმიდან გადახრად.

"ვაღიარებ, რომ ამის შემდეგ საზოგადოების თვალწინ აღარ გამოვკვებავ ჩემს შვილს მკერდით, -ჯეიდი ბილიმ "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს ასეთი სტატუსი დააწერა-მე თავს ვგრძნობ ისე, თითქოს რაღაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, ამ დროს კი მე მხოლოდ ვუზრუნველვყოფ ჩემი შვილის კვებას და კომფორტს... მე დღემდე მაქვს რძე, მას დღემდე სურს რომ მოწოვოს ძუძუ და არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ აწყნარებს მას ამაზე უკეთ. თუკი ხანგრძლივად ძუძუთი კვება თქვენში მხოლოდ უარყოფით ემოციებს იწვევს, შეეცადეთ კი არ დამამციროთ მე, არამედ შემოხვიდეთ დიალოგში. მოდით ვისწავლოთ ერთმანეთისგან, მოდით გავნთავისუფლდეთ ადამიანების ერთმანეთისგან გარჩევის შიშისგან, ამის მაგივრად ვისწავლოთ ერთმანეთის გაგება და თანგრძნობა!"

ჯეიდმა ასევე განმარტა, რომ მისი ბიჭი რომელიც 3, 5 წლის არის ძირითადად ჩვეულებრივი საკვებით იკვებება, ხოლო დედის რძე არის მისთვის საკვები დანამატი და იგი ბავშვს ფსიქოლოგიური კომფორტისთვის სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, იგი ცდილობდა შვილისთვის ძუძუსთვის თავის დანებებას, მაგრამ არ გამოუვიდა. ამიტომ დაელოდება, როცა თვითონ ბავშვი გადაწყვეტს რომ დედის რძე აღარ სჭირდება.

რა თქმა უნდა ამ ფოტოს გამოქვეყნებამ სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში, ზოგი ამართლებდა ჯეიდის, ზოგი კი პირიქით. ერთ-ერთმა "ფეისბუქის" მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ეს დედის მხრიდან ეგოიზმობა იყო, ამით დედა ცდილობს, რომ თავისი ფსიქოლოგიური პრობლემები მოაგვაროს და ბავშვს ხდის დედაზე დამოკიდებულს, რამაც ხანგრძლივი ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბიჭს.


imageimageგთავაზობთ ჯეიდის მიერ გადაღებულ ფოტოება:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
575
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
575
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0