x
image
მოზამბიკელი
დაუვიწყარი აგვისტო

image

თითქოს გუშინ იყო 2008 წლის 7 აგვისტო...რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, ყოველთვის

მძაფრი სიცხადით მემახსოვრება ის საშინელი დღეები, როცა ჩემი ქვეყანა მარტო აღმოჩდა გამძვინვარებული მტრის წინაშე...

მხოლოდ ღმერთს მინდობილი საქართველო, თავგანწირვით იბრძოდა გადარჩენისთვის...


მაშინ 18 წლის ვიყავი, მომავლის იმედებით აღვსილი და ბედნიერი ახალგაზრდა,

რომელსაც არასოდეს ენახა ომი...

image

არ მეგულება ნორმალური ქართველი, რომელსაც არ ახსოვს რა ხდებოდა მაშინ...

მაგრამ ბოლო დროს ხშირად ხდება საჭირო, ვიღაც-ვიღაცეებს შევახსენოთ მაშინდელი

ჯოჯოხეთი, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვისაც რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის

ილუზია გააჩნია და თავგამოდებით მიიწევს მისი იდეოლოგიისკენ!

ასეთ ხალხზე გულწრფელად ვბრაზდები და მგონია რომ მათ მაშინდელი ომი სათანადოდ ვერ აღიქვეს...

image

7 წელი ცოტა არაა, მაგრამ არც იმდენად ბევრია, რომ მსგავსი საშინელება დაივიწყო

და რუსეთს კუდი უქიცინო!

ყოველდღიურად საზღვრის გადმოწევის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან დალაგებულ ურთიერთობაზე საუბარი, გამაღიზიანებელია...

ნუთუ ერთი პროცენტით მაინც ვერ აცნობიერებენ რა არის სუვერენიტეტი და

თავისუფლება!

imageimage

რა პასუხს სცემენ დაღუპულ ჯარისკაცებს?! რისთვის იბრძოლეს? რატომ დაიღვარა მათი სისხლი?!

ყოველი წლის ამ დღეს, მუდმივად მაქვს ის განცდა, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს მქონდა!

ასეთი განცდა ვერც ერთ ხელისუფალს ვერ ექნება, ვერ იგრძნობს იმ ყველაფერს, რაც

მაშინ ჩვენს თავს ტრიალებდა!

მარტივად შეუძლიათ მტერთან მეგობრობაზე საუბარი!

ეხლა, ამ სიტყვებს ემოციებისა და აღელვების გარეშე ვერ ვწერ და მკითხველს ბოდიშს

ვუხდი, თუკი რაღაც დოზით გადავაჭარბე...



1
24
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
24
  
2015, 2 სექტემბერი, 10:15
დიახ, ნამდვილად შემზარავი რამ მოხდა 2008-ის აგვისტოში უამრავ ქართველს დაატყდა თავს უბედურება!
ეს ხომ ჩვენმა მეზობელმა ჩაიდინა ძნელია მასთან მეგობრობაძე საუბარი მაგრამ გავიხსენოთ 1945 წელი ხიროსიმასა და ნაგასაკში ერთდროულად 10000-ობით უდანაშაულო იაპონელი ემსხვერპლა ამერიკელების მიერ ჩამოგდებულ ბირთვულ ბომბებს.
1947 წელს კი ხელი მოეწერა ამერიკა-იაპონიის მეგობრულ ხელშეკრულებას!!
აი ესაა პოლიტიკა და ომი. მშვიდობიანი მოსახლეობა და საერთოდ ადამიანები პოლიტიკოსებისათვის ბრბოა და მეტი არაფერი!!!!!
0 1 1