კონფლიქტები მოსკოვი ანკარას საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება 2015, 25 ნოემბერი, 19:14 დღეს მოსკოვში რამდენიმე ათაეულმა ადამიანმა, თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოდგება თურქეთის საელჩოს დარბევით გააპროტესტა, მათ საელჩოს შენობას კვერცხები, ქვები და პომიდვრები დაუშინეს. რუსეთის პირველი დიპლომატი თურქეთის მოქმედებას დაგეგმილ პროვიკაციას უწოდებს და დასძენს, რომ რუსეთი თუქრქეთთან ომს არ აპირებს, თუმცა საპასუხო ზომებს აუცილებლად მიიღებს. რუსეთის სამხედრო მეთაურობამ უკვე შეწყვიტა კონტაქტი თურქ კოლეგებთან და რეგიონში საჰაერო თავდაცვითი სისტემების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. ვლადიმერ პუტინი კი თურქეთს ისლამიზაციის პოლიტიკის მხარდაჭრაში ადანაშაულებს. იგი მსგავსი ინციდენტების განმეორებას არ გამორიცხავს და სირიის ბაზაზე C 300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას გეგმავს, რაც მისი თქმით საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს. "ეს არ იქნება მხოლოდ ერთი საპასუხო ნაბიჯი. საკმაოდ სერიოზულად ვუდგებით იმას, რაც გუშინ მოხდა და ყველა საშუალება იქნება გამოყენებული უსაფრთხოების დასაცავად, “ - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 158 2-ს მოსწონს
|