კონფლიქტები რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია 2018, 16 აგვისტო, 15:00 დღეს დილით რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერი სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაცია ერგნეთში მცხოვრებმა გიორგი კასრაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა: "ამ წუთებში რუსულმა Ми-8МТ-ის ტიპის ვერტმფრენმა, საჰაერო სივრცე დაარღვია ერგნეთი -ნიქოზის მიმართულებით." სახელმწიფო უსაფრითხოების სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიფრინა. ფაქტის შესახებ საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 108 3-ს მოსწონს
|