ქალი და მამაკაცი გოგა მესხი და მარიამ ივარდავა დაქორწინდნენ 2015, 3 აგვისტო, 19:50
როცა გოგამ საყვარელ ქალს სიყვარული აუხსნა კატეგორიული უარი მიიღო. წყვილმა 6 თვის მანძილზე ურთიერთობა გაწყვიტა. მოგვიანებით კი მარიამმა თავად მისწერა გოგას. ურთიერთობა ნელ-ნელა აეწყო. მარიამიც მომღერალია, ის პროექტ "X ფაქტორის" ფინალში მოხვდა, მაგრამ კონკურსს მალევე გამოეთიშა. გოგა ძალიან ღელავდა, როდესაც მისი რჩეული სცენაზე იდგა. გოგონა წელს აბიტურიენტი გახლდათ, გამოცდები ჩააბარა და პირადი ცხოვრებისვისაც მოიცალა. სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო, რომ დაქორწინდნენ. გოგა და მარიამი ქორწილის გადახდას არ გეგმავდნენ, სამაგიეროდ მოგზაურობას აპირებდნენ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნაში. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ აეროპორტში გადაღებული ფოტო გაავრცელა და გვამცნეს, რომ თაფლობის თვით ტკბებიან. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები დ ბედნიერი მომავალი... 647 2-ს მოსწონს
|