x
image
მანჩო 777
შუა საუკუნეების "სირცხვილის ნიღბები" ანუ უჩვეულო ხერხი ანჩხლი ცოლების მოსარჯულებლად
თანამედროვე სამყაროში ცუდად აღზრდილი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, კაპასი და ანჩხლი ან უხამსი მოქმედებით გამორჩეული საზოგადოების წევრები ინტერნეტსა და ტელევიზიაში გასული ვიდეორგოლების "გმირები" ხდებიან, შუა საუკუნეების ევროპაში კი, როცა არც ტელევიზია იყო და ინტერნეტის არსებობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, საზოგადოების უღირსი წევრების, განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლების დასჯის სულ სხვა მეთოდები არსებობდა - მათ უკეთებდნენ რკინის ნიღბებს, რომლითაც ისინი იძულებული იყვნენ ქუჩაში ევლოთ, რათა ხალხის დაცინვის ობიექტი ყოფილიყვნენ.


image


ზუსტად ასეთი წესით სჯიდნენ კაპას და ჭორიკანა ქალებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ხმამაღლა ლაპარაკი და ყვრილი უყვარდათ. იქნებ სწორედ აქედან იღებს სათავეს ინგლისელების ესოდენ სანაქებო თავშეკავებულობა? - ყოველ შემთხვევაში, აქედან კარგად ჩანს, რაოდენ ბრძენი ხალხი ყოფილან ევროპელების წინაპრები: არავითარი ტეტსები, ფსიქოლოგები და სხვა უამრავი თანამედროვე აბდაუბდა.


image



ამ ნიღბებს განსაკუთრებით ხშირად ცოლებისაგან თავმობეზრებული ქმრები იყენებდნენ. აი დატკბით, როგორ და რით ებრძოდნენ შუა საუკუნეების ევროპაში ცუდ ხასიათს.


image


ამ ორიგინალურ მორთულობას "სირცხვილის ნიღაბი" ერქვა. ის საიმედოდ იყო უღირსი ადამიანის თავზე დამაგრებული, ასე რომ, დასჯილს არანაირი შანსი არ ჰქონდა თავად მოეხსნა ეს უცნაური სამკაული.


image


ნიღბები არსებობდა მამაკაცებისათვის, ქალებისათვის და ასე განსაჯეთ, ბავშვებისათვისაც, მაგრამ ყველაზე ხშირად ამ მეთოდით ანჩხლ და კაპას ქალებს სჯიდნენ.


image


ხანდახან ნიღბებს პატარა ზარებს ამაგრებდნენ, რომ დასჯილის ქუჩაში გავლის დროს რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაემახვილებინა მასზე ყურადღება და ის მასობრივი დაცინვის ობიექტი გამხდარიყო.


image


ხშირად ნიღბის ფორმა თავად მეტყველებდა იმაზე, თუ რის გამო იყო ადამიანი დასჯილი - ძალიან გრძელი ცხვირი ცნობისმოყვარეობას ნიშნავდა, აკრული პირი- ჭორიკნობას, ხოლო ვირის ფორმის ნიღაბი პატრონის სიბრიყვეზე მეტყველებდა.


image


გადამეტებული ალკოჰოლის მოყვარულები იძულებული იყვნენ ღორის ფორმის ნიღაბი ეტარებინათ.


image
"სირცხვილის ნიღბების" მატარებლები ხალხის დაცინვის და ზოგჯერ აგრესიის ობიექტებიც კი ხდებოდნენ.


image


ასე რომ, ვინც კი ერთხელ მაინც "მოირგებდა" ამ ნიღაბს - რა თქმა უნდა, იძულებით, ძალიან დიდი შანსი იყო მისი გამოსწორების, ვინაიდან ამ სამკაულის მფლობელს არანაირად არ მოუნდებოდა მისი მეორედ გაკეთება.


imageimageimageimageimage




6
452
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
452
  
2015, 2 აგვისტო, 22:32
უჰ, ინნ...მგონი უნიღბო არავინ არ იქნებოდა დღეს:)
2015, 2 აგვისტო, 21:17
მაგაში გეთანხმებით:)
2015, 2 აგვისტო, 21:15
ნეტა ახლაც იყოს,ბევრი არამკითხე და ბოღმიანი ისწავლიდა რომ კბილები მხოლოდ საჭმელს არ აქუცმაქებს,თუ ერთმანეტს დავაჭერთ ენასაც შევაკავებთ :)
2015, 2 აგვისტო, 21:08
მე ბოლო, რამსიგრძე ცხვირია :DDD
2015, 2 აგვისტო, 20:45
მაგარი სტატია ღორის ნიღაბი მომეწონა
0 1 6