x
image
K.P.
სალომე კორკოტაშვილი მეორედ გათხოვდა! ვინ არის და რას საქმიანობს მისი რჩეული?

image
მომღერალი სალომე კორკოტაშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს. ის საქართველოში ცნობადი სახის, გია კორკოტაშვილის ქალშვილია. პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. მისი რჩეული 19 წლის ტოტო კალანდაძე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი ლისის ტბაზე გაიცნო და ამტკიცებდნენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გაცნობიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ ოჯახი გაიპარნენ და ოჯახიც შექმნეს. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ წყვილი დაშორდა. სალომეს მტკიცებით უბრალოდ "სიყვარული გაქრა". "მეგობრებად დავრჩით, ოღონდ, კარგ მეგობრებად. ასე ხდება... დროთა განმავლობაში ქრება ხოლმე გრძნობები და ძალიან კარგია, რომ ასე გაქრა და ახლა მეგობრები ვართ"-ამტკიცებდა მომღერალი. წყვილს ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს.image

სალომე მოგვიანებით სამორი ბალდესაც ხვდებოდა. ურთიერთობა მალევე დასრულდა. სამორი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ერისიონის სოლისტია.

სალომე ბოლო რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცდილობდა თავის დამკვიდრებას. გოგონა ბერკლის მუსიკის სკოლაშიც სწავლობდა.

სალომეს პირად ცხოვრებაში სიახლეებია. მომღერალმა უკვე მეორედ შექმნა ოჯახი. როგორც ირკვევა მისი რჩეული შოტლანდიელია. ის პროფესიით ჟურნალისტია და ლექციებსაც კითხულობს. ის საქართველოში სალომეს ოჯახის გასაცნობად და მისი ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა. წყვილი ახლა მაროკოში იმყოფება. მომხდარ ფაქტს ადასტურებს გია კორკოტაშვილიც და ქალიშვილის ბედნიერებით გახარებულია. სად იცხოვრებს წყვილი ჯერ უცნობია. ვუსურვოთ მათ წარმაებები და ბედნიერი მომავალი...image

0
1343
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0