სხვა აკრძალული კადრები - ფოტოები, რომელთა გადაღება შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ 2015, 1 აგვისტო, 23:47 თითქმის ყველა ქვეყანაში არის ღირსშესანიშნაობა, რომლისკენაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კამერის ობიექტივის მიმართვა. ეს შეიძლება იყოს ძველი სამარხი ეგვიპტეში ან პრესტიჟული სარბოლო ტრასა აბუ-დაბიში. აქ ტურისტებს მხოლოდ ბიუჯეტის შესავსებად უშვებენ, აი ფოტოგრაფირება კი სასტიკადაა აკრძალული. ამ წესების დარღვევისათვის ზოგ ქვეყანაში შესაძლოა დიდი თანხით დაგაჯარიმონ, ზოგან დაგაპატიმრონ, იშვიათ შემთხვევაში კი შესაძლოა ერთ უბრალო ფოტოსურათი სიცოცხლის ფასადაც კი დაგიჯდეთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ცნობისმოყვარე უცხოელებს ეს აკრძალვები სრულებითაც არ აშინებთ და ისინი დიდ რისკზე მიდიან სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღებისათვის.
ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ სწორედ ასეთი, აკრძალულ ადგილებშიგადაღებული ფოტოსურათები, რომლებსაც Instagrаm-ის მომხმარებლები გვთავაზობენ. მეფეთა ველი, ეგვიპტე მეფეთა ველის სამარხების - ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობის ფოტოფირზე აღბეჭდვა მკაცრადაა აკრძალული. მეთვალყურეები ტურისტებს შესვლის წინ კამერების დატოვებასაც კი თხოვენ. კანონის დამრღვევებს სხვადასხვაგვარად სჯიან: შეიძლება ზოგი მათგანი უბრალოდ გამოძევონ გარეთ და დატოვონ თაკარა მზეზე ჯგუფის დაბრუნებამდე, ხოლო ზოგიერთი საკმაოდ სოლიდური თანხით დააჯარიმონ. პრეზიდენტის სასახლე, არაბთა გაერთიანებული ემირატები გაცილებით უფრო მკაცრია კანონი ფოტოგრაფირების მოყვარულთა მიმართ მეორე არაბულ ქვეყანაში-ემირატებში. აქ აკრძალული სურათის გადაღებას მხოლოდ ფულადი ჯარიმა როდი ყოფნის? გასულ წელს აბუ-დაბის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადაღებული ფოტოების გამო ციხეში ჩასვეს 70 წლის ამერიკელი მამაკაცი. რამოდენიმე სამახსოვრო ფოტოსურათი მას სამუდამო პატიმრობად დაუჯდა. პრეზიდენტის სასახლის გარდა ემირატებში კიდევ უამრავი ადგილის გადაღებაა აკრძალული, მაგალითად, საელჩოების შენობების, თუმცა ცნობისმოყვარე ტურისტებს ეს აკრძალვები სულაც არ აფრთხობს და ისინი მაინც ახერხებენ ფირზე აღბეჭდონ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. სიქსტის კაპელა, ვატიკანი "ხმამაღლა არ ილაპარაკოთ და ფოტო და ვიდეოგადაღება არ აწარმოოთ!"-აი ორი ძირითადი აკრძალვა, რომლებთანაც შეჯახება უხდებათ ვატიკანის ამ უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობის დამთვალიერებლებს. საბედნიეროდ, ჯარიმები აქ დაწესებული არაა: თუ მეთვალყურემ შეამჩნია, რომ ტურისტი ფოტოს იღებს, მას უბრალოდ წაართმევს კამერას ან ფოტოპარატს და დაუყონებლივ მიაბრძანებს გარეთ, მაგარმ კაპელის ფხიზელი მეთვალყურეების გაცურებასაც კი ახერხებენ მოხერხებული ტურისტები. აი ნათელი მაგალითი ამისა: როსლინის კაპელა, შოტლანდია ზუსტად იგივე აკრძალვები არსებობს გვიანი გოთური პერიოდის შოტლანდიურ ტაძარში, რომელიც პატარა დაბა როსლინში მდებარეობს. ჯარიმები აქაც არაა, მაგრამ თუ შეგნიშნეს, რომ სურათებს იღებთ, დაუყონებლივ დაგატოვებინებენ ეკლესიას, თან ჭკუის სასწავლ ლექციასაც წაგიკითხავენ. ასეთი მცირე სასჯელი კი, როგორც წესი, არცერთ ტურისტს არ აჩერებს. დოლმაბახჩეს სასახლე, თურქეთი მე-19 საუკუნეში სტამბულში აშენებული ოსმალი ხელმწიფეების სასახლე თავისი მდიდრული ინტერიერით ნებისმიერი ევროპული ქვეყნის რეზიდენციას გაუწევს ღირსეულ კონკურენციას. მისი შიგა მხარე მთლიანად ოქროთი, ბოჰემიური მინითა და ძვირფასი თვლებითაა მოპირკეთებული, მაგრამ ამ ფუფუნების ფოტოგრაფირება სასტიკადაა აკრძალული. კანონის დარღვევისათვის საკმაოდ დიდი ჯარიმით დაგაჯარიმებენ და უკანმოუხედავად გაგაძევებენ სასახლიდან. თუმცა ტურისტები აქაც ახერხებენ კანონის გვერდის ავლას. ეს ფოტოსურათი სწორედ ამის მტკიცებულებაა: ვან გოგის მუზეუმი, ნიდერლანდები გასულ წლამდე ამ მუზეუმში, სადაც ვან გოგის ყველაზე მეტი ნამუშევარია თავმოყრილი, ფოტოაპარატის დაჩხაკუნება ნებისმიერ ტურისტს შეეძლო. მოულოდნელად ადმინისტრაციამ მიიღო მკაცრი გადაწყვეტილება, რომ ფოტოგადაღება აეკრძალათ. საინტერესოა ამ აკრძალვის მიზეზი: მუზეუმის ხელმძღვანელები თვლიან, რომ ფოტოაპარატების ჩხაკუნის ხმა ხელს უშლის სხვა დამთვალიერებლებს, რათა სრულად შეიგრძნონ ვან გოგის სურათების მშვენიერება. სხვა გზა არაა, ჰოლანდიური პოსტიმპრესიონისტური ხელოვნების მოყვარულებს ახლა უკვე მოუწევთ Instagram-ი არალეგარულად გადაღებული ფოტოებით დაამშვენონ, რაც ფოტოსურათების ხარისხზე, რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებს. ხარების რბოლა, ესპანეთი ხანდახან ისეც ხდება, რომ ფოტოაკრძალვა ეხება არა რომელიმე ღირსშესანიშნაობას, არამედ მოვლენას ან ღონისძიებას. ასე მაგალითად, ესპანურ ქალაქ პამპლონაში ქალაქის ხელმძღვანელები არ რთავენ ყოველწლიური ეროვნული დღესასწაულის-ხარების რბოლის გადაღების ნებას. თუმცა ეს აკრძალვა მხოლოდ ამ ექსტრემალური სანახაობის მონაწილეებს ეხებათ. კანონის დამრღვევებს საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა უწევთ, თუმცა საინტერესო ფოტოების მოყვარულებს ეს დიდად არ აბრკოლებთ. ასე მაგალითად, შარშანდელი ხარების რბოლის მონაწილემ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში რამოდენიმე სელფის გადაღებაც კი მოახერხა. როგორც კი ეს ამბავი გამჟღავნდა, ადგილობრივი პოლიცია "დამნაშავის" ძებნას შეუდგა, რომ მისთვის დაწესებული ჯარიმა - 4000 დოლარი დაეკისრებინათ, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს მათ ვერ მოახერხეს. ლენინის მავზოლეუმი, რუსეთი ფოტო-ტაბუ რუსეთშიც არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი აკრძალვა ეხება ლენინის მავზოლეუმს. ამ მუზეუმის დამთვალიერებლებს შესვლის წინ გულდაგულ ჩხრეკენ. ლენინის განსასვენებელში ნებისმიერი კამერის, ფოტოაპარატის ან ტელეფონის შეტანა კატეგორიულად აკრძალულია. მავზოლეუმის შიგნით მთელ პერიმეტრს დაცვა აკონტროლებს, რომლებიც ფხიზლად ადევნებენ თვალს ლენინის მუმიის ნახვის მსურველებს. იას მარინას სარბოლო ტრასა, არაბთა გაერთიანებული ემირატები გადაღებისათვის აკრძალული კიდევ ერთი ობიექტი ემირატებში-იას მარინას ცნობილი სარბოლო ტრასაა, რომელიც მონაკოს ავტოდრომის აღმოსავლური ანალოგია. 2011 წელს პოლიციამ ორი ბანგლადეშელი ტურისტი დააკავა, რომლებიც ტრეკზე ფოტოს გადაღებას ცდილობდნენ. სასამართლოზე ტურისტებმა განაცხადეს, რომ არ დაუნახავთ აკრძალვის ნიშანი, თუმცა ციხის კედლების ხეხვა მათ არ ასცდათ. ამ შემთხვევამ სულაც არ დააბრკოლა სხვა ტურისტები და ქსელში სულ უფრო მეტი და მეტი ფოტო ქვეყნდება ამ ცნობილ ტრეკზე გადაღებული. 2540 12-ს მოსწონს
|