შოუბიზნესი სად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები 2015, 28 ივლისი, 12:34 როგორც იქნა ზაფხულმა ძალა გამოაჩინა, საკმაოდ დაცხა... დასვენებისთვის და განტვირთვისთვის ქართული შოუბიზნესის ცნობილ წარმომადენელთა უმეტესობამ შავიზღვისპირეთს მიაკითხა. ბათუმში დასვენებას შემოქმედებით საქმიანობასაც უთავსებენ. ნინი ბადურაშვილი და ანრი ჯოხაძე ნაყოფიერად ისვენებენ: "დათო ევგენიძემ, მე და ბადურას სიმღერა დაგვიწერა და ექსპრომტად, პირდაპირ ბათუმის პიაცაზე შეფუთული პიანინო "გააშიშვლა" და მოგვასმენინა ჯადოსნური ჰანგები"... ასე რომ ჩვენი ვარსკვლავები დროს არ კარგავენ... ქრისტინე იმედაძემ ბათუმის შედეგ, სადაც იგი ნინისთან ერთად იმყოფებოდა, კაჭრეთს მიაშურა და მზეს ეფიცხება: ანრი ჯოხაძე და მარიტა როხვაძე ერთად ჩავიდნენ ბათუმში: მომღერალი ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე ასევე ბათუმის მზეს ეფიცხებიან: შემოქმედებითი ტური ჰქონდათ "კომედი შოუს" ბიჭებს და ქართველ მომღერლებს ქუთაისში, რაც შემდეგ რესტორნით დააგვირგვინეს: ნოე სულაბერიძე მეგობარ გოგონასთან, თინა ჭანტურიძესთან ერთად ბათუმში ისვენებს: მომღერალი ნინო ჩხეიძე მეუღლესთან ერთად კიევში იმყოფება: მსახიობი ლელა მებურიშვილი მეუღლესთან, ბაჩო საგანელიძესთან ერთად ესპანეთში ისვენებდა, ახლა კი ბათუმში იმყოფებიან:მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს ბათუმში ატარებს: 961 3-ს მოსწონს
|