ქალი და მამაკაცი "ჩემი გული ხარ, შენ, მამულიკო"-ლელა წურწუმია მეუღლეს სიყვარულში უტყდება (+წყვილის სიყვარულის ისტორია) 2015, 21 ივლისი, 18:30
მომღერალი თავდაპირველად მეუღლის დაკავების ფაქტს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში რამდენიმე კახა მამულაშვილი ცხოვრობს: "არასწორი ინფორმაციაა, ვინ გითხრათ რომ ჩემი მეუღლე დააკავეს, იცით რამდენ კახა მამულაშვილს ვიცნობ? მე თავად ვიცნობ მეყვავილე კახა მამულაშვილს… ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება, გერმანიაშია". მომღერალი აღარც მომხდარს მალავს და აღარც საკუთარ გრძნობებს. ლელა მამულიჩას სიყვარულში უტყდება და სოციალურ ქსელში წერს: "ჩემი გული ხარ, შენ, მამულიკო". მომღერლის ამ განცხადებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შოუბიზნესის წარომადგენლები და მეგობრები მომღერალს ამხნევებენ, გამძლეობს უსურვებენ და აიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლელას და მამულიჩას ოჯახი 15 წელზე მეტს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი გაიცნო, ორწლიანი რომანის შემდგომ კი იქორწინეს. რომანს ისიც დაემატა, რომ მომღერალმა მეორე ნახევარს საკუთარი საქმიანობის პროდიუსინგი მიანდო. "როცა ოჯახი შევქმენი, პატარა გოგო არ ვყოფილვარ, 31 წლის ვიყავი. ამიტომ ისეთ გათვლებს და ნაბიჯებს ვდგამდი, რომ ეს ექსპერიმენტი არ ყოფილიყო. ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, როდესაც ერთმანეთს შევესისხლხორცეთ, ვიფიქრე და მამულიჩაზე გათხოვებაც გადავწყვიტე"-იხსენებს ლელა. "მინდა ღმერთს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ლელას კლანჭებში გამახვია. ყველას ვუსურვებდი გვერდით ასეთი ადამიანის ყოლას. პირველ რიგში ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს"-ამტკიცებდა მამულიჩა. წყვილს საკმაოდ მყარი ოჯახი აქვს და სკანდალებშიც არასდროს ეხვევიან. მამულიჩას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს, ლელასთან კი ქალიშვილი, მარიკო. ლელა შესანიშნავი დედინაცვალია და გერთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. 468 3-ს მოსწონს
|