სხვა როცა ცოლი საყიდლებზეა... 2015, 11 ივლისი, 18:44 ზაფხულის შუაგული - ყველაზე დიდი ფასდაკლებების პერიოდია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მაღაზიებში. ამ პერიოდს მოუთმენლად ელოდებიან მოდას აყოლილი ქალბატონები, ხოლო მათი თანმხლები მამაკაცები კი მძიმედ ხვნეშიან, როცა მაღაზიის ვიტრინაზე წარწერა SALE-ს ხედავენ. მათ მშვენივრად იციან, რომ ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელთაც სწრაფად შეუძლიათ შეიძინონ ესა თუ ის ნივთი. ერთი ფეხსაცმლის ან კაბის გამო ქალებს შეუძლიათ საათობით იარონ სავაჭრო ცენტრებში და მოსინჯული ასი ნივთიდან არცერთი არ შეიძინონ, რადგან ვერა და ვერ პოულობენ მათთვის მოსაწონ ტანსაცმელსა თუ აქსესუარს.
ინსტაგრამის გვერდზე Miserable Men (მომლოდინე მამაკაცები) ატვირთულია ამის დამამტკიცებელი უამრავი ფოტო : ქმრები, შეყვარებულები, ვაჟები და ასე განსაჯეთ, მამები როგორი მოთმინებით ელოდებიან თავიანთ ქალბატონებს, რომლებიც ვერა და ვერ სცილდებიან გასასინჯ ოთახებს ან კოსმეტიკის და პარფიუმერიის მაცდურ თაროებს.
გთავაზობთ ამ ფოტოსურათებიდან ყველაზე საინტერესოებს, რათა ზაფხულის ამ ცხელ საღამოს ღიმილიან და მხიარულ გუნებაზე დადგეთ. p.s. მამაკაცებო, ალბათ ბევრ თქვენგანს გეცნოთ საკუთარი თავი ამ ლოდინისაგან გაბეზრებულ ადამიანებში, არა? 150 6-ს მოსწონს 1-ს არა
|