x
image
მანჩო 777
როცა ცოლი საყიდლებზეა...
ზაფხულის შუაგული - ყველაზე დიდი ფასდაკლებების პერიოდია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მაღაზიებში. ამ პერიოდს მოუთმენლად ელოდებიან მოდას აყოლილი ქალბატონები, ხოლო მათი თანმხლები მამაკაცები კი მძიმედ ხვნეშიან, როცა მაღაზიის ვიტრინაზე წარწერა SALE-ს ხედავენ. მათ მშვენივრად იციან, რომ ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელთაც სწრაფად შეუძლიათ შეიძინონ ესა თუ ის ნივთი. ერთი ფეხსაცმლის ან კაბის გამო ქალებს შეუძლიათ საათობით იარონ სავაჭრო ცენტრებში და მოსინჯული ასი ნივთიდან არცერთი არ შეიძინონ, რადგან ვერა და ვერ პოულობენ მათთვის მოსაწონ ტანსაცმელსა თუ აქსესუარს.

ინსტაგრამის გვერდზე Miserable Men (მომლოდინე მამაკაცები) ატვირთულია ამის დამამტკიცებელი უამრავი ფოტო : ქმრები, შეყვარებულები, ვაჟები და ასე განსაჯეთ, მამები როგორი მოთმინებით ელოდებიან თავიანთ ქალბატონებს, რომლებიც ვერა და ვერ სცილდებიან გასასინჯ ოთახებს ან კოსმეტიკის და პარფიუმერიის მაცდურ თაროებს.


image


გთავაზობთ ამ ფოტოსურათებიდან ყველაზე საინტერესოებს, რათა ზაფხულის ამ ცხელ საღამოს ღიმილიან და მხიარულ გუნებაზე დადგეთ.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

p.s. მამაკაცებო, ალბათ ბევრ თქვენგანს გეცნოთ საკუთარი თავი ამ ლოდინისაგან გაბეზრებულ ადამიანებში, არა?


11
150
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
150
  
2015, 12 ივლისი, 13:23
სიკეთე სანთლით უნდა ვეძებოთ:)
2015, 12 ივლისი, 13:20
სიკეთე იკითხე, თორე ბოროტება ყველგანაა:(
2015, 12 ივლისი, 13:15
ისე მაგარი საიტი არის თუ გინდა გაიგო ბოროტი ადამიანები აქ უნდა ეძიო და სულ მალე მიხვდები :)
2015, 12 ივლისი, 13:10
ბოროტებას საზღვარი არ იცის :)
2015, 12 ივლისი, 13:08
ცოლმა თუ ალოდინა თქვენ რა შუაში ხართ:(
2015, 12 ივლისი, 13:03
დისლაიქის ავტორი ეტყობა ძალიან დიდხანს ალოდინა ცოლმა და გაბრაზებულია :::DDD
2015, 12 ივლისი, 12:56
აბა ეგ თქვი შენ:)
2015, 12 ივლისი, 10:47
რას იზამ..სხვა რ გზა გაქვთ კაცებს :D
2015, 12 ივლისი, 10:47
ლოდინი არც ქალებს არ გვიყვარს..სხვებს რომ ვალოდინებთ, ის გვიყვარს :DDD
2015, 11 ივლისი, 19:09
ამ ბოლოს მივეჩვიე ცოტა ლოდინს:)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10