x
image
K.P.
"თიკასნაირი კარგი ადამიანები იშვიათად მოიძებნებიან. ჩემი შეცდომების ბრალია, რომ ერთად აღარ ვართ"-ყოფილი ქმარი თიკა ჯამბურიაზე
image
თიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას "წყვილი" მუდამ ყურადღების ცენტრშია. სულ პატარებმა იქორწინეს, სამწუხაროდ მალევე დაშორდნენ. გავრცელებული ხმების თანახმად, მომღერალმა მეუღლეს ღალატი არ აპატია. მათ ერთი ქალიშვილი ნინა ჰყავთ. ყვითელი პრესა აქტიურად წერს მათ შესახებ, ყველა ფიქრობს, რომ წყვილი ადრე, თუ გვიან მაინც შერიგდება. თიკას მტკიცებით, ყოფილი მეუღლე შერიგებას სთხოვდა, მან კი უარით გაისტუმრა.
მას შემდეგ ბექამ არაერთი შეყვარებული გამოიცვალა, თუმცა რომანები იმაზე ხანმოკლე გამოდგა ვიდრე ვინმე მოელოდა.

ცოტა ხნის წინ ბექა ხოფერია დაქორწინდა. მისი რჩეული 24 წლის ინა ოსიპოვაა. გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. ინა ამჟამად უმუშევარია. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ, თბილისში საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო. "ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ"-განაცხადა ბექამ.image

მიუხედავად იმისა, რომ თიკასა და ბექას საერთო პირადი ცხოვრება დასრულდა, ისინი შეძლებისდაგვარად მეგობრობენ და ერთმანეთსაც დადებითად მოიხსენიებენ.

"თიკასნაირი კარგი ადამიანები იშვიათად მოიძებნებიან. ჩემი ბევრი უაზრო და ბავშვური შეცდომის ბრალია, რომ ჩვენ ერთად აღარ ვართ. თიკა უძლიერესი და უმაგრესი დედაა. მასთან შვილი მაკავშირებს და არ შეიძლება მასთან კარგი ურთიერთობა არ მქონდეს"-ამტკიცებდა ბექა.


"მთელი გულით მინდა ბედნიერი იყოს და ეს იყოს მისი ბოლო სიყვარული. ვუსურვებდი, უკეთესი მამა იყოს ნინასთვის, რომელსაც ის ძალიან უყვარს... და იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დავიბოღმე და მშურს ბექას ახალი ოჯახი, ეს დიდი სისულელეა. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ კარგი მინდა ბექასთვის, ისევე როგორც, ალბათ, მას... "-განაცხადა თიკამ.image


0
1392
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0