ქალი და მამაკაცი პრეზიდენტის სიძე ახლადშექმნილ ოჯახსა და ანა მარგველაშვილზე: "უსაზღვრო სითბო აქვს, ძალიან კეთილია" 2015, 29 ივნისი, 20:21
"ანა ჩემს მეგობართან, სახლში გავიცანი. დაქალთან ერთად რაღაც ფილმს უყურებდა. ამის შემდეგ დაბადების დღეზე ვნახე, მერე სადღაც ივენთზე ვუკრავდი და იქ იყო. ასე ნელ-ნელა შევისწავლე ეს ადამიანი. თავიდან გაურკვევლობაში ვიყავი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი რამ იყო. ორივემ მალევე აღმოვაჩინეთ რომ ერთმანეთი გვიყვარს. შეყვარებულები ერთ წელზე ცოტა მეტი ვიყავით"-გვიამბო გიგიმ. წყვილი თავაპირველად ქორწინების მბავსაც ასაიდუმლოებდა, თუმცა პატარა ქვეყანაში არაფერი იმალება. ანა და გიგი ხშირად ჩნდებიან ერთად სხვადასხვა ივენთებსა და ღონისძიებებზე. "ანა არის ადამიანი, რომელსაც უსაზღვრო სითბო აქვს, ძალიან კეთილია. მისი ეს თვისებები ძალიან მომეწონა. ანას სილამაზითა და ქცევებითაც მოვიხიბლე. რაც ოჯახი შევქმენით, უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი და დღემდე ასეა." წყვილი ამჟამად გიგის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს. ჰყავთ ძაღლიც, რომელსაც ბავშვივით უვლიან. შვილის გაჩენას კი ჯერ არ გეგმავენ". ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 553 2-ს მოსწონს
|