ქალი და მამაკაცი "მიხარია, რომ ელენეს ასეთი კარგი მამა ჰყავს"-ნინი ბადურაშვილი ყოფილ ქმართან შერიგებაზე 2015, 27 ივნისი, 18:20
მომღერალი დიდხანს მალავდა ქმართან დაშორებას, ყველაფერს ფარდა ირაკლი კუტალაძემ ახადა: "მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები". ბიზნესმენის ამ განცხადებამ სრულიად საქართველო შეძრა. ორსულ ნინი ბადურაშვილზე კი ათასგვარი ბინძური ჭორი ვრცელდებოდა. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. ნინი მეუღლეს ცუდად არასდროსმოიხსენიებდა, ის მაინც ჩემი ქალიშვილის მამააო. ირაკლის ყველაფერი აპატია, ცდილობს ყველაფერს მისი პოზიციიდან შეხედოს. საზოგდოების ნაწილი დღემდე თვლის, რომ წყვილი შერიგდება. ალბათ იმიტომაც, რომ ირაკლი ყურადღებიანი მამაა, ქალიშვილი უკვე ორჯერ ჰყავდა წაყვანილი ბაქოში დასასვენებლად. "ეს ნამდვილად იყო გიჟური სიყვარული და გადარევა, რადგან ადამიანს კარგად არ ვიცნობდი და ცოლად მაინც გავყევი. მჯეროდა, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ სხვა რამეა, როდესაც ოჯახური თანაცხოვრება იწყება. მე და ირაკლი არ ვმეგობრობთ, თუმცა ნორმალური ურთიერთობა გვაქვს შვილის გამო. ძალიან კარგი მამაა. მიხარია, რომ ელენეს ასეთი მამა ჰყავს. მეგობრობენ". ნინი ყოფილ მეუღლესთან შერიგებას არ გეგმავს, თუმცა კატეგორიულადაც არ გამორიცხავს. "არა მგონია შევრიგდეთ, რადგან არც მე ვფიქრობ ამაზე და არც ის. ძალიან გამეხარდება თუ გავიგებ, რომ მან კარგი ოჯახი შექმნა, მაგრამ თვითონ როგორი რეაქცია ექნება ამავე საკითხზე არ ვიცი"-ამტკიცებს მომღერალი. 6045 5-ს მოსწონს
|