x
image
ციცი
Mediator image
მიხეილ სააკაშვილი-"თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი!"
image
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის ოფიციალირ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით და ეხმიანება "რადიო აფხაზეთის ხმის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას "რის გაკეთებას შესძლებდა 13 ივნისის სტიქიის დროს ორი „სუპერ პუმა“.

საუბარია წინა ხელისუფლების დროს შეძენილ ორ ფრანგულ ვერტმფრენზე "სუპერ პუმაზე", რომლებიც ოლიგარქის და ყოფილი პრემიერის გუნდმა მათი შეძენა ზედმეტ "ფუფუნებად" მიიჩნია. იბადება უამრავი კითხვა შესაძლებელი იყო თუ არა ამ ვერტმფრენებით სამაშველო ოპრეაციების ჩატარაება.

არადა სულ მციერე ორი ადამიანის, 5 თვის ორსულის ივლიტა ჯიბუტისა და მისი მეგობრის მარიამ ქუთელიას გადარჩენა მაინც შეიძლებოდა ვერტმფრენის საშუალებით, ისინი ხომ თითქმის ერთი საათის განმავლობაში ივლიტას მეუღლესთან ერთად სახლის სახურავზე ასულები ამაოდ ელოდნენ შველას.


"როგორც ირკვევა, თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი, თუმცა ვერტმფრენების არქონის გამო ისინი ამაოდ ელოდნენ შველას. ივანიშვილის ბრძანებით საქართველოს მთავრობამ დაამიწა უახლესი ევროკოპტერები, რომლებიც პრეზიდენტ სარკოზის მხარდაჭერით შეღავათიანი კრედიტით გადმოგვცეს. 1 ვერტმფრენი იყო მთავრობის წევრებისა და სტუმრების მგზავრობისთვის, დანარჩენი 4 კი, სატრანსპორტო-სამაშველო და მორგებული იყო ევროპულ პირობებში საფრენად.
რუსეთიდან ჩამოსულმა ოლიგარქმა ბრძანა რუსული ვერტმფრენების გამოყენება, ხოლო მათ არც ღამის ხედვის დანადგარი არ უყენიათ და არც ასეთ ხეობაში არ შეუძლიათ ოპერირება, ევროკოპტერისგან განასხვავებით. ბოღმა და გაუტანლობა მართლაც კლავს, თუმცა ეს უდანაშაულო ადამიანები რატომ უნდა ყოფილიყვნენ მსხვერპლი…"


image


imageimage

0
273
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0