ფეხბურთი ნეიმარსა და ბაკას ერთი თამაში აკმარეს 2015, 19 ივნისი, 13:04 ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრების ლიდერებს, ნეიმარსა და კარლოს ბაკას კოპა ამერიკის სადისციპლინო კომიტეტმა სასჯელი გამოუტანა. ორივე ზემოხსენებული მოთამაშე მხოლოდ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამოტოვებს. ნეიმარი "სელესაოს" ვენესუელასთან" გადამწყვეტ მატჩში ვერ დაეხმარება, ხოლო ბაკა კოლუმბიას პერუს ნაკრების წინააღმდეგ დააკლდება. გიორგი მელქაძე 202 შეფასება არ არის
|