პრაღის “სლავიას”, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ლევან ყენია გამოდის, უმცროსი დუშან უჰრინი გაწვრთნის.
“სლავიას” ვებგვერდის ინფორმაციით, 48 წლის უჰრინმა მიროსლავ ბერანეკი შეცვალა. ბოლოს ჩეხი სპეციალისტი ბელაურსის მინსკის “დინამოში” მუშაობდა, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო დაითხოვეს.
უმცროსი უჰრინმა 2012-2013 წლების სეზონში თბილისის “დინამოს” საქართველოს ჩემპიონობა და ქვეყნის თასი მოაგებინა. მან თბილისური კლუბი 2013-2014 წლების სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ დატოვა და ჩეხურ “პლზენს” მიაშურა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge