სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ქეთი მუმლაძე თბილისში სტიქიის დროს Wendy's-ისა და smart-ის თანამშრომელთა ქმედებაზე წერს:
"13 ივნისს ვიყავით მე და ჩემი მეგობარი “wendys”-ში, როდესაც საღამოს 9 საათისკენ დაიწყო წვიმა, ვიფიქრეთ გადაიღებდა და სახლში წავიდოდით.მაგრამ წვიმა უფრო ძლიერდებოდა სახლიდანაც დამირეკეს და მითხრეს ცოტახანს დაელოდე გადაიღებს და წამოდითო. მაგრამ გადაღების ნაცვლად, პირიქით წვიმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. გარეთ გამოსვლა შეუძლებელი გახდა. ცოტახანში მოვიდა ჩვენთან ვენდისის თანამშრომელი და გვითხრა ვენდისი დაიკეტა და გავსულიყავით გარეთ, ჩვენს გარდა იქ სხვებიც იმყოფებოდნენ და ისინიც ჩვენთან ერთად გამოუშვეს გარეთ. იყო თავსხმა წვიმა, არ ვიცოდით რა გვექნება ბოლოს ვიფიქრეთ სმარტში შევიდოდით, რადგან ის 24 საათიანია, მაგრამ სმარტის შესასვლელთან იყო დაცვა, რომელმაც მითხრა სმარტი დაკეტილია და ვერ შემოგიშვებთო, მე ვთხოვე რომ უბრალოდ კარებთან მაინც დავეყენებინე იმ სიცივეში და თავსხმა წვიმაში არ ვყოფილიყავით, მაგრამ მაინც უარი გაანცხადეს და ცხვირწინ დამიკეტეს კარი. მემგონი ყველა ნორმალური პირიქით კარს გაგიღებს და თავშესაფარს შემოგთავაზებს ასეთ მომენტში. ასე ვიდექით გარეთ, გავიყინეთ ბოლოს ისე შევეხვეწეთ დაცვას რომ კართან შეგვიშვა.
საბედნიეროდ იმ ღამეს მე და ჩემმა მეგობარმა მოვაღწიეთ მშვიდობით სახლამდე, მაგრამ იმ ღამეს ბევრი უბედურება დატრიალდა, ჩვენც ბეწვზე გადავრჩით. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილ ოჯახს და ბოლოს მინდა მივმართო ვენდისის და სმარტის წარმომადგენლებს, რომ ასე ნუ მოექცევიან ადამიანებს მსგავს რთულ მდგომარეობაში“ - წერს ქეთი მუმლაძე.