x
image
ვიზა კოხაძე
"თბილისი მკაცრ იზოლიაციაშია" - როგორ ეხმაურება უცხოური პრესა თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ( + ვიდეოები )
imageimage" საქართველოს დედაქალაქი თბილისი მკაცრ იზოლიაციაშია. რამდენადაც ველური ცხოველებისგან დაცლილია ზოოპარკი, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის სხვადასცხვა უბნებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი და დეტალურად ავრცელებს " როიტერის" მიერ მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებს.ამავე სტატიაში გასულ კვირას ქალბატონი გულიკო ჩიტაძის შესახებაც წერენ, რომ ქალი, რომელიც ვეფხვს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა და მასთან ერთად უკანასკნელი ინფორმაციით მდინარემ გამორიყა მისი მეუღლე, რომელიც სავარაუდოდ ცოლთან ერთად ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

imageimageimageimageimageimageimageimageსულ ახლახანს " როიტერმა" უახლესი ვიდეო კადრები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს რა ხდებოდა საქართველოს დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში - წერს წყარო.



ქალაქს, სადაც 1, 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახლაც საშიშროება ემუქრება, რადგანაც ცხოველთა დიდი ნაწილი კვლავ გაბნეულია და დახეტიალობენ.ვერტმფრენები ახლაც ტრიალებენ ქალაქის თავზე და მოსახლეობის ევაკუაციას ახდენენ ავარიული შენობებიდან, ხშირ შემთხვევაში კი დანგრეული სახლებიდან გამოჰყავთ ხალხი.imageimageimageimageimageცხოველთა ნაწილი დახოცილია ან კიდევ დასაძინებელ ნემსს უკეთებენ, რათა შემცირდეს ცხოველთა მსხვეპლიც - წერს წყარო.

imageimageზოოპარკიდან გაქცეულია აბსოლუტურად ყველა ქვეწარმავალი და მათ შორის ნიანგებიც, თუმცა ბოლო ინფორმაციით ერთ - ერთი ნიანგის დაძინება მოახერხეს სამაშველო სამსახურებმა, ხოლო მეორე ნიანგი ამ დრომდე იძებნება.

ქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მობილიზებულია ყველა სამსახური და დროულად მოხდება უსახლკაროდ დარჩენილთა შესახლება.


სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ ადგილობრივი ექსპერტები და ამბობენ, რომ არავითარი ნებართვა არ არსებობდა გარემოს დაცვის სამსახურებიდან.ხელისუფლება მატერიალური ზარალის დათვლას აწარმოებს, მოშლილია ინფრასტრუქტურა და რამდენიმე ასეულობით მილიონ ზარალზეა საუბარი.



1
1768
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1768
  
2015, 14 ივნისი, 14:51
ნიანგი რა კაცია :დდ
0 1 1