სხვა გგონიათ, ეს კადრია ფანტასტიკური ფილმიდან? სულაც არა ...ეს საოცრება მალე ყველა მდიდარ დუბაელს ექნება 2015, 13 ივნისი, 18:57 თითოეული თქვენგანი დამეთანხმება, რომ ფულს საოცრებების მოხდენა შეუძლია. ის ხანდახან ისეთ ნივთს შეაქმნევინებს ადამიანს, რომელზეც ადრე წარმოდგენაც კი არ გვქონდა.
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ წინათ უდაბური და მწირი, დაუსახლებელი უდაბნო-ქალაქი დუბაი ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი და აყვავებული მხარეა. ეს ღვთისაგან მივიწყებული ადგილი სულ რამოდენიმე წელიწადში ქვიშის სამეფოდან ასფალტის ჯუნგლებაად გადაიქცა. რის გამო მოხდა ასე? - რა თქმა უნდა, ნავთობის და მისგან მიღებული დიდძალი ფულის საშუალებით. უნდა აღინიშნოს, რომ დუბაელები უბრალოდ კი არ ბანაობენ ფულში და გულხელდაკრეფილი სხედან, არამედ ისინი ამ ფულით ქალაქის მომავალს ქმნიან.
აი, მაგალითად, სულ ცოტაოდენი ხნის წინ არაბთა გაერთიანებული ემირატების რამოდენიმე მოქალაქეს თავში ერთი გრანდიოზული პროექტი მოუვიდა. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ნამდვილი წყლის ოაზისი და აეშენებინათ მდიდრული წყალქვეშა ვილა. მომავლის თავბრუდამხვევი წყალქვეშა საცხოვრებელი კომპლექსი 45 მოდრეიფე ვილისაგან იქნება შედგენილი. თითოეული ვილა სამსართულიანია, მათგან ერთ ერთი წყალქვეშა იქნება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ზედა სართულზე მოწყობილი იქნება მინი-საშხაპე, ჯაკუზი, მინი-ბარი და მინი-სამზარეულოც კი. მინისაგან გაკეთებული ჭერი საშუალებას მოგცემთ ვარსკვლავებიან ცას უყუროთ. ეს ნამდვილი სამოთხეა დასასვენებლად. შუა სართულზე საცხოვრებელი სივრცე იქნება განთავსებული. წყალქვეშა სართულზე განთავსდება სააბაზანო და საძინებელი ოთახი. წყალქვეშა განყოფილებას ექნება გამჭვირვალე პანორამული ფანჯრები და რაღა თქმა უნდა, პერსონალური ოკეანარიუმი. ნამდვილი სამოთხეა, არ მეთანხმებით? როგორც ჩანს, პირველობას ტექნოლოგიურ სიახლეებში იაპონელებს ნელ-ნელა ართმევენ არაბები. თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ, რომ ისინი გასაოცარ სიახლეებს სთავაზობენ მსოფლიოს. მართლაც რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია ფულს-ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენეს არაბებმა. 687 11-ს მოსწონს
|