x
image
K.P.
ცნობადი ქართველების რეკორდულად ხანმოკლე ქორწინებები (+ფოტოები)
image
იყო დრო, როდესაც ქორწინება "სამისდღემჩიო ხელშეკრულებად" ითვლებოდა. დღეს კი ყველაფერი ძალიან შეიცვალა და სიკვდილის გარდა სხვა ბევრი მიზეზიც არსებობს, რომლის გამოც მეუღლეები შორდებიან. ეს სტატია კი იმ ცნობად წყვილებზეა, რომელთა ქორწინებამაც თვეებს ძლივს გაუძლო.


ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის ქორწინებამ ნახევა წელიწადსაც ვერ გაუძლო. ორსული მომღერალი საქართველოში დაბრუნდა და ამტკიცებდა, რომ რადგან მისთვის ფრენა არ შეიძლებოდა მეუღლესან მოსკოვში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. "მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები"-ამტკიცებდა ირაკლი კუტალაძე. წყვილს ერთი ქალიშვილი, 2 წლის ელენე ჰყავს.imageთამუნა მუსერიძის ოჯახები რეკორდულ დროში ინგრევა. ტელეწამყვანი დაქორწინებული გახლდათ მომღერალ აჩი ფურცელაძეზე, ორიოდე თვეში კი დაშორდნენ. თამუნას მეორე მეუღლე კი მუსიკოსი გურამ მაკალათია, იგივე გუფი გახლდათ. ქორწინებამ ნახევარ წელზე ნაკლებხანს გასტანა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.imageimageნინა წკრიალაშვილის დიდი სიყვარული და ბოლო მეუღლე თენგო წივწივაძე გახლდათ. ქორწინებამ ექვსიოდე თვეს გაუძლო. ნინა ქმარი ძალიან ეჭვიანი გამოდგა, რის გამოც დაშორდნენ. თენგო მომღერალს შერიგებას სთხოვდა, მაგრამ სულ მალე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გარდაიცვალა.imageთიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას რომანი 5 წელიწადზე მეტს ითვლიდა. წყვილი დაქორწინდა, მაგრამ ქორწინებამ ერთ წელიწადზე ცოტა მეტხანს გასტანა. მათი ქალიშვილი, ნინა ორიოდე თვის იყო, როდესაც დაშორდნენ.

image

მარიამ როინიშვილი დაქორწინებული გახლდათ მსახიობ გიორგი მახარაძეზე. ქორწინებამ რამდენიმე წელს გასტანა, წყვილი ორი წლის მანძილზე დაშორების ამბავს მალავდა. წყვილს ერთი ქალიშვილი, ელენე ჰყავს.image


მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს ხუთწლიანი რომანი ჰქონდა დათო სალაძესთან. ქორწინებამ კი მხოლოდ ნახევარ წელიწადს გაუძლო.image

ქრისტინე იმედაძის ერთადერთი ქმარი და მისი ქალიშვილის მამა ფეხბურთელი ლაშა ჯაკობიაძე გახლდათ. წყვილი ერთხანს უკრაინაში ცხოვრობდა, მოულოდნელად კი დაშორდნენ.image

სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის ქორწინებამ ერთ წელზე ნაკლბხანს გასტანა. წყვილს რამდენიმეთვიანი რომანი აკავშირებდა. ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუმცა შერიგებას არ გამორიცხავენ. image



1
2175
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2175
  
2015, 11 ივნისი, 17:00
ყველაზ უზრდელი ამათ შორის სალომე ჭაჭუაა რას თხოვდები როცა იცი რომ არ გინდა ქორწინება რაა
0 1 1