სხვა ძველებური გამოცანა, რომელიც თქვენს დაკვირვებულობასა და ლოგიკას შეამოწმებს 2015, 8 ივნისი, 19:50 ყურადღებით დააკვირდით ნახატს და უპასუხეთ კითხვებზე:
1. რამდენი ტურისტი ცხოვრობს ბანაკში? 2. როდის დაბანაკდნენ ისინი აქ? დღეს თუ რამოდენიმე დღის წინ? 3. რით მოვიდნენ ისინი აქამდე? 4. შორია თუ არა ბანაკიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი? 5. საიდან უბერავს ქარი? ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან? 6. დღის რა დროა ახლა? 7. სად წავიდა შურა? 8. ვინ იყო გუშინ მორიგე? დაასახელეთ სახელი 9. რომელი თვის რა რიცხვია დღეს? პასუხები: 1. ბანაკში ოთხი ტურისტია: თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მაგიდაზე ოთხი ადამიანისათვის საჭირო ჭურჭელია, ხოლო მორიგეობის სიაში ასევე ოთხი ადამიანია. 2. თუ დავაკვირდებით ხესა და კარავს შოროს აბლაბუდას, გამოდის, რომ ტურისტები აქ უკვე რამოდენიმე დღეა, რაც არიან. 3. ისინი ბანაკში ნავით მოვიდნენ: სურათზე ჩანს ნიჩბები. 4. სოფელი ახლოსაა ბანაკთან: სურათზე ვხედავთ ქათამს, ესე იგი, მოსახლეობა ახლოსაა. 5. ქარი სამხრეთიდან უბერავს.: ფოტოზე ჩანს ალამი, რომლის მიხედვით ამის განსაზღვრა იოლია. სურათზე არის ასევე ხე, რომელსაც ერთ მხარეზე ტოტები გრძელი აქვს, მეორეზე - მოკლე. როგორც ცნობილია, ხეებს სამხრეთით უფრო გრძელი ტოტები აქვს, ვიდრე ჩრდილოეთით. 6. ახლა დილაა. წინა კითხვის დროს ჩვენ გავარკვიეთ, სადაა სამხრეთი და ჩრდილოეთი. ახლა იოლად შეიძლება განსაზღვრა, საითაა დასავლეთი და სად -აღმოსავლეთი. ჩრდილის მდებარეობის მიხედვით იოლად მიხვდებით, დღის რა მონაკვეთია. 7. შურა იჭერს პეპლებს. მისი ზურგჩანთიდან მოჩანს პეპლების საჭერი ბადე. 8. გუშინ მორიგე იყო კოლია. სურათზე ის თავის ზურგჩანთაში რაღაცას ეძებს. შურა პეპლებს იჭერს, ხოლო ვასია სურათებს იღებს: მისი ზურგჩანთიდან ფოტოაპარატის შტატივი მოჩანს. გამოდის, რომ დღეს მორიგე პეტიაა, ხოლო სიის მიხედვით გუშინ კოლია იყო მორიგე. 9. დღეს 8 აგვისტოა. მორიგეობის ცხრილის მიხედვით დღეს პეტიაა მორიგე, ესე იგი 8 რიცხვია, ხოლო რადგან მდელოზე საზამთროა, ესე იგი აგვისტოა (გავითვალისწინოთ, რომ ეს ძველი გამოცანაა, ამჟამად კი საზამთროს ყიდვა იანვარშიცაა შესაძლებელი). 727 8-ს მოსწონს
|