x
image
worldsport.ge
“სიონმა” შვეიცარიის თასი მოიპოვა და ფედერერს გული დაწყვიტა

imageimageშვეიცარიის თასის ფინალში “სიონმა” ჩემპიონი “ბაზელი” 3:0 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი არსებობის ისტორიაში მეცამეტედ მოიგო. 1909 წელს დაარსებული კლუბი სუპერლიგის ჩემპიონი ორჯერ 1991/92 და 1996/97 წლების სეზონში გახდა.


ამ გამარჯვებით სიონელებმა შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს გული დასწყვიტეს. მაესტრო “ბაზელის” ფანია, მატჩსაც უყურებდა და საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალსაც. როჯერის იმედები სტანისლავ ვავრინკამ გაამართლა, საყვარელმა გუნდმა კი – ვერა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
250
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0