გთავაზობთ ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური და გემრიელი ტორტის რეცეპტს, რომელიც განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც ჟელე უყვარს. თუ ამ ტორტის მომზადებას ზაფხულში გადაწყვეტთ, სხვადასხვა ფერის ჟელე ახალი ხილისგანაც შეგიძლიათ მოამზადოთ, თუ არა - შეგიძლიათ გამზადებული ხილის ჟელეს მოსამზადებელი პაკეტები შეიძინოთ.
ინგრედიენტები:
250 გ. ორცხობილა ("პეჩენია"); 100 გ. შაქარი; 50 გ. გამდნარი კარაქი; 375 გ. ნაღები; 250 მლ. ანანასის წვენი; 1 პაკეტი ჟელატინი; ვანილი სხვადასხვა ხილის ჟელე.
მომზადება:
მოამზადეთ სხვადასხვა ფერისა და ხილის ჟელეები. მაგრამ გაითვალისწინეთ: პაკეტზე მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები წყალი დაამატეთ, რათა ჟელე რაც შეიძლება მაგარი გამოვიდეს.
დაფხვენით ორცხობილა და შეურიეთ შაქარსა და გამლღვალ კარაქს. მოათავსეთ ეს მასა გასახსნელ საცხობ ფორმაში და კარგად დაპრესეთ. შემდეგ შედგით ქურაში 15 წუთით 180 გრადუსზე.
ანანასის წვენი შეურიეთ ჟელატინს და მიიყვანეთ ადუღებამზე, რათა ჟელატინი მთლიანად გალღვეს. გააგრილეთ. ათქვიფეთ ნაღები და ვანილი და დაამატეთ გაგრილებული ანანასის ჟელატინიანი წენი.
გამოიღეთ გამაგრებული ხილის ჟელეები მაცივრიდან და დაჭერით კუბიკებად. შემდეგ ძალიან ფრთხილად აურიეთ ნაღების კრემში. არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ, რადგან ჟელე შეიძლება დაიშალოს. მიღებული მასა გადაიტანეთ ბისკვიტიან საცხობ ფორმაში და შედეთ მაცივარში, სანამ მთლიანად გამაგრდება.