ფიფას ვიცეპრეზიდენტის ჯეკ უორნერის შვილმა დარენ უორნერმა 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ბილეთების გადაყიდვა აღიარა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა dailymail.co.uk-ი იუწყება.
2013 წლის ოქტომბერში მან თავი დამნაშავედ ბრალდების სამ პუნქტში აღიარა, რომელიც თაღლითობასა და ფულის გათეთრებას გულისხმობს.
“სხვებთან ერთად 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ბილეთების ყიდვას დავთანხმდი, რომ მათი გადაყიდვის შემდეგ მნიშვნელოვანი მოგება მენახა” – თქვა უმცროსმა უორნერმა სასამართლოში, რომლის სტენოგრამაც ჟურნალისტების ხელში ახლა აღმოჩნდა.
ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ლორეტა ლინჩმა განაცხადა, რომ დარენის მამამ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარი ქრთამი აიღო.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge