საქართველო ადეიშვილი ივანიშვილზე: - " ივანიშვილმა ხელისუფლების შეთანხმებულ გადაბირებაზე უარი მიიღო" 2015, 6 ივნისი, 9:41 ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აქვეყნებს გადაცემა „არჩევანის“ ანონსს, ყოფილი ხელისუფლების ერთ - ერთი ოდიოზური ფიგურის ზურაბ ადეიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შესახებ, რომელიც ეთერში 9 ივნისს გავა. ინტერვიუში ადეიშვილი ვრცლად საუბრობს საქართველოდან წასვლის მიზეზებზე, მისი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობებზე, უკრაინაში საქმიანობასა და საქართველოში დაბრუნების შესახებ.როგორც ანონსიდან ჩანს, ადეიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განახლებული შემადგენლობით შეიძლება ძალიან მალე დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მისი თქმით, ახალ გუნდში შესაძლოა ბევრი ძველი სახე არ იყოს და ამჟამინდელი ხელისუფლების ადგილს ის ხელისუფლებაში ხედავს. ინტერვიუში ადეიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზეც საუბრობს.– "ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური კორუფცია და ასეთ გარიგებაზე მე არასოდეს არავისთან არ წავიდოდი“, - მან აქვე დასძინა, რომ "ივანიშვილმა ხელისუფლების შეთანხმებულ გადაბირებაზე უარი მიიღო".იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ასევე ისაუბრა ციხეში არსებულ პრობლემებზე და 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე. მისივე თქმით, ციხეში სერიოზული პრობლემები იყო და 7 ნოემბერს ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ხოლო გირგვლიანის საქმეზე აცხადებს, რომ ეს იყო ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც მათი ხელისუფლების დროს გაჩნდა.( თავის დროზე იგივე განცხადება გააკეთა და არა ერთხელ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა). ადეიშვილი ზურაბ ჟვანიას საქმეზე აცხადებს - „ცალსახაა, რომ ის რაც მოხდა იქ, ნამდვილად საქმეში არის“.ყოფილი მინისტრი მის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეებს პროვოკაციას უწოდებს. მისი აზრით, დღევანდელი პროკურატურა კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლას აგებს.როგორც ანონსიდან ჩანს, ზურაბ ადეიშვილი მინისტრობის დროს გადადგომაზეც ფიქრობდა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სამწლიანი მმართველობით ამომრჩეველმა კარგი გაკვეთილი მიიღო. 815 12-ს მოსწონს 1-ს არა
|