x
image
natia.a
გამაგრილებელი ტორტი, რომელიც დიეტის დროსაც გამოგადგებათ - (რეცეპტი)

image
ბისკვიტი თითქმის კალორიების გარეშე - არ გჯერათ, რომ ასეთი რამ არსებობს? მართალი ხართ! მაგრამ თუ სიტყვა "ბისკვიტს" ბრჭყალებში ჩავწერთ და ფქვილის, კვერცხის, შაქრისა და კარაქის ნაცვლად ერთ მოზრდილ საზამთროს ავიღებთ, ნამდვილად შევძლებთ საზაფხულო, უკალორიო "ბისკვიტის" მქონე ტორტის მომზადებას.


ამგვარი ორიგინალური და გემრიელი დესერტით ნამდვილად მოიწონებთ თავს სტუმრებთან. რაც მთავარია, ზაფხულის ცხელ დღეებში აღარ მოგიწევთ თქვეფა და გაზქურასთან ტრიალი.

მაშ ასე, "მაგიური ბისკვიტის რეცეპტი" ასეთია: აიღეთ სასურველი ზომის საზამთრო, გადაჭერით ზედა და ქვედა ნაწილი ისე, რომ საზამთრო ლანგარზე ადვილად "დადგეს" და გვერდებზე შემოათალეთ კანი. სამზარეულოს ხელსახოცით შეძლებისდაგვარად შეაშრეთ წვენი. მიიღებთ მშვენიერ, წითელი ფერის "ბისკვიტს", რომელიც, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ რამდენიმე ფენად გაჭრათ, ან გაუჭრელად მორთოთ.


imageimageimage













ამის შემდეგ იწყება ტორტის მორთვა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კრემი: ათქვეფილი ნაღები, ბეზეს კრემი და ა.შ.

მორთვაც თქვენივე ფანტაზიის მიხედვით შეგიძლიათ: ხილით, ნუშით, შოკოლადით...

აჯობებს თუ კრემიც და მოსართავებიც შედარებით მსუბუქი იქნება და ეს დაბალკალორიული "ბისკვიტი" ზედმეტად არ დამძიმდება.


imageimage
image


2
1198
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1198
  
2015, 3 ივნისი, 10:07
აბა რას ამბობ, მანჩო, რა უნდა მეწყონის, მე ხომ არ მომიგონებია:) და ჩემი გამოგონილიც რომ იყოს შენგან შენიშვნას ყოველთვის სიამოვნებით მივიღებ. ;) ისე ორიგინალური რამაა და ერთხელ ცდა ღირს, თუნდაც ვინმეს გასათამაშებლად.
2015, 2 ივნისი, 12:58
ვერ ვიტყვი, რომ გემრიელი იქნება. საზამთრო ლამის ერთადერთი ხილია, რომელსაც კრემი საშინლად არ უხდება. თან ასეთ უკურკო საზამთროს აბა სად იშოვით?:) ნათი, იმედია არ მიწყენ კომენტარისათვის.
0 1 2