ფეხბურთი ცხადაძე ქართველ ფეხბურთელებთან ერთად “ინტერიდან” წავიდა 2015, 25 მაისი, 19:50 ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, მისმა თანაშემწე ზაურ სვანაძემ და ქართველმა ფეხბურთელებმა, მეკარე გიორგი ლომაიამ, მცველებმა ალექსანდრე ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ, ასევე, თავდამსხმელმა ბაჩანა ცხადაძემ კლუბი აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დატოვეს. მათთან ერთად, გუნდიდან სასტარტო შემადგენლობის ყველა მოთამაშე წავიდა. ამის მთავარი მიზეზი “ინტერში” სამი თვის განმავლობაში ხელფასების არგაცემაა.
214 2-ს მოსწონს
|