სხვა მზა საკვებში ნაპოვნი ყველაზე ამაზრზენი საგნები 2015, 25 მაისი, 19:49 დღეს, როდესაც სუპერმარკეტები სავსეა ათასნაირი ნახევარფაბრიკატებით და მზა კვების პროდუქტებით, ხოლო სწრაფი კვების ქსელებს დროის უკმარისობის გამო სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს, იქ შეძენილი კვების პროდუქტები ყოველთვის როდია უსაფრთხო და ხარისხიანი. აქ წარმოდგენილი ფოტოსურათები მტკიცებულებაა იმისა, თუ რა დიდი ყურადღება და დაკვირვება გვმართებს პროდუქტების შეძენის დროს. უფრო მეტიც - ისმის კითხვა: ვის უნდა ვენდოთ ან საერთოდ, რა უნდა მივირთვათ?
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ათ ფოტოსურათს, რომლებზეც გამოსახულია მზა საკვებ პროდუქტებში ნაპოვნი ყველაზე უცნაური და ამაზრზენი საგნები:
1. ქათმის თავი "მაკდონალდსის" ნაგეტსების შეფუთვაში იმისათვის, რომ ეს ინციდენტი მიეფუჩეჩებინათ, "მაკდონალდსმა" ამ ქალს 100 000 დოლარი გადაუხადა. 2. პური მკვდარი თაგვით დედა აპირებდა შვილებისათვის ბუტერბროდი გაეკთებინა, როცა პურში ეს საშინელება ნახა. 3. უზარმაზარი მწერი "მაკდონალდსის" საკვებში თუ ესეც არ გათქმევინებთ უარს ფასტ-ფუდზე, მაშინ უკვე არ ვიცი, რით დაგეხმაროთ. 4. ხვლიკის თავი მზა სალათში 2005 წელს ერთმა ქალბატონმა მზა სალათში ხვლიკის თავი იპოვა. 5. ცოცხალი ტრიტონი სალათში სალათის კონტეინერის გახსნის შემდეგ იქედან ცოცხალი ტრიტონი ამოძვრა. თქვენი არ ვიცი და მე რომ ასეთი ამბავი შემმთხვეოდა, სალათს ცხოვრებაში აღარ გავეკარებოდი. 6. დამწნილებული კიტრის ქილა ... ვირთხასთან ერთად როგორც ჩანს, არომატისათვის კიტრს ვირთხაც ზედ მიაყოლეს. 7. დაჭრილ ბოსტნეულთან ერთად გაყინული ბაყაყი აბა, წარმოიდგინეთ, რომ ასეთი "სიურპრიზით" უკვე მოამზადეთ ბოსტნეულის წვნიანი. 8. ბრინჯის ფლავი სიგარეტის ნამწვით დედამ ის-ის იყო ბავშვებისათვის შეათბო ეს კერძი, რომ უცებ სიგარეტის სუნი ეცა... 9. ლურსმანი ყველიან მაკარონში იყიდეთ ნახევაფაბრიკატი, გაათბეთ და უკვე ჭამას აპირებთ? - ფრთხილად იყავით, კბილი არ მოიტეხოთ! 10 . "გუდვილის" სალათში აღმოჩენილი ცოცხალი ლოკოკინა და ბოლოს: სულ რამოდენიმე დღის წინ მთელი ქართული ინტერნეტსივრცე დაიპყრო ფოტოსურათებმა, რომლებზეც სუპერმარკეტ "გუდვილში" შეძენილ სალათში აღმოჩენილი ცოცხალი ლოკოკინა იყო გამოსახული. 667 13-ს მოსწონს
|