სიახლეები დამარცხდება თუ არა კიბო?მეცნიერებმა უნიკალური ვიდეო გადაიღეს:როგორ ებრძვის იმუნური სისტემა კიბოს უჯრედებს 2015, 24 მაისი, 19:00 ![]() ეს წარმტაცი "ბლოგბასტერი" გადაიღეს კემბრიჯის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის სპეციალისტებმა.სიუჟეტი მოგვაგონებს ცნობილ მხატვრულ ფილმს "ღამის გუშაგები", სადაც კეთილი ძალები სხვადახვა ხერხებით უმკლავდებიან ცუდ ბიჭებს. თუმცა ხებენსკის და კომპანიის ნაცვლად აქ გმირების როლში Т-ლიმფოციტები არიან, -ორგანიზმის უჯრედები, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან. ვიდეოზე Т-ლიმფოციტები მწვანე ფერით არიან აღნიშნულები. მათი ზომა ათჯერ უფრო მცირეა ადამიანის თმის ღერის სისქეზე. -ყოველი ადამიანის ორგანიზმში მოძრაობენ მთელი ჯარი მსგავსი სერიული მკვლელებისა, რომლის მოვალეობაა მოკლას მტრები და უცხო სხეულები-ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, კემბრიჯის ინსტიტუტის დირექტორი, ჯილიან გრიფიტსი-მარტო ერთ ჩაის კოვზ სისხლში 5 მილიონი ასეთი სუპერმებრძოლი იმყოფება. Т-ლიმფოციტები მოქმედებენ ძალზე ეფექტურად, როგორც კი პატრულირების დროს ისინი აღმოაჩნენენ კიბოს უჯრედებს(ვიდეოზე ლურჯი ფერი)ისინი ალყაში აქცევენ და "ნესტარის" საშუალებით მასში შეჰყავთ შხამიანი ცილა-ციტოტოქსინები. როგორც კი ციტოტოქსინები უჯრედის შიგნით ხვდებიან, მას აღარ აქვს გადარჩენის შანსი.ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წუთში ისინი იღუპებიან.ამასობაში Т- ლიმფოციტები ახალ მსხვერპლს ეძებენ. როგორც ვიდეოში ჩანს პატრული ძალიან ეფექტურად მუშაობს, თუმცა ამ "ღამის გუშაგებს"აქვთ ნაკლი, რასაც კიბოს უჯრედები იყენებენ. Т-ლიმფოციტებმა ზუსტად უნდა აირჩიონ მიზანი, თორემ ზოგჯერ "ეჭვმიტანილი" ჯანმრთელი უჯრედი ხდება და ამ დროს ორგანიზმს საკუთარი იმუნური სისტემა მოკლავს.ასე მოხდა ცნობილ "ისპანკას" დროს, გრიპის ვირუსი, რომელმაც 1918-1919 წლებში მთელ პლანეტაზე 100 მილიონი ადამაინი მოკლა. კიბოს უჯრედები ვირუსისგან განსხვავებით გარედან არ შემოიჭრება, იგი ორგანიზმის თავისებური "მეხუთე კოლონაა", ის ინიღბება თითქოს ჯანმრთელი უჯრედი იყოს, რომ მოატყოს Т-ლიმფოციტები.მხოლოდ იმუნური სისტემის სიფხიზლის წყალობით რაღაც მომენტში კიბოს უჯრედები დესტრუქციულად იქცევიან და აზიანებენ ჯანმრთელ უჯრედებს. მეცნიერები თვლიან, რომ კიბოს დამარცხება შეიძლება, თუ გავზრდით Т-ლიმფოციტებია მგრძნობელობას, რომ გამოვლინდეს მოღალატე-უჯრედები.პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა პროფესორ კარლ ჯუნის (ქვემოთ სურათზე)ხელმძღვანელობით შეიმუშავეს სპეციალური მეთოდი, სადაც Т-ლიმფოციტის გენეტიკური მოდიფიცირება განახორციელეს.ამრიგად კილერი ზუსტად ამოიცნობს სამიზნე უჯრედს, ისე რომ ჯანმრთელი უჯრედები ხელუხლებელი რჩებიან. ![]() 511 9-ს მოსწონს
|