x
image
worldsport.ge
"რეალის" ქომაგები ბენიტესის წინააღმდეგ

image2014-2015 წლების სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და მადრიდის "რეალის" მომავალი მწვრთნელის შესახებ უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა. ამჯერად "სამეფო კლუბს" ესპანელი რაფაელ ბენიტესი დაუკავშირეს. ამის შესახებ ესპანური პორტალი onda cero იუწყება. ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, "ნაპოლის" ამჟამინდელი თავკაცი ანჩელოტის მემკვიდრეთა შორის მთავარი ფავორიტია.
ამ ინფორმაციას უარყოფითად შეხვდნენ მადრიდული გრანდის გულშემატკივები, რომლებმაც სოციალურ ქსელში დაწერეს:
"ბენიტესი ფეხბურთის შეცდომაა. იგი "რეალში" არ გვინდა, იურგენ კლოპი ჯობს, ან ანჩელოტის დარჩენა".
ცოტა ხნის წინ, გერმანულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც იურგენ კლოპმა და "რეალმა" წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
ბენიტესი დღეისათვის იტალიურ "ნაპოლის" ავარჯიშებს, თუმცა მისი "სან პაოლოზე" დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0