x
image
worldsport.ge
“ბარსელონა” პოგბას აგენტს ესაუბრება

imageროგორც Sky Sports იუწყება, “იუვენტუსის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ შესაძლოა “ბარსელონაში” განაგრძოს კარიერა. ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასა და კატალონურ კლუბს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. აღნიშნული წყაროს ცნობით, საუბარი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ჯერ არ დასრულებულა.
ფრანგი ფეხბურთელის შეძენის სურვილი ასევე აქვთ “მანჩესტერს სიტის, ” პსჟ-სა და “ჩელსის”. გავრცელებული ინფორმაციით, პოგბას დამატება მის ყოფილ კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.
პოლ პოგბამ პირველი პროფესიული კონტრაქტი “წითელ ეშმაკებთან” გააფორმა, 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ კი ტურინულ კლუბში გადავიდა. სერი ა-ს მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.


დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0