x
image
worldsport.ge
ვან გაალს შვაინშტაიგერი გადაბირება მოუნდა

imageგერმანული Kicker-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ლუის ვან გაალი, “ბაიერნის” ნახევარმცველით, ბასტიან შვაინშტაიგერით დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, ჰოლანდიელი შვაინშტაიგერის შეძენით, ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.
შვაინშტაიგერს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. ბასტიანის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.


ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0