x
image
worldsport.ge
გრიგალაშვილით ლიმასოლის “არისი” დაინტერესდა

imageკვიპროსის მეორე დივიზიონში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ლიმასოლის “არისს” ქართველი ნახევარმცველის ელგუჯა გრიგალაშვილის თავის რიგებში ხილვა სურს.
ამის შესახებ ინტერნეტპორტალი kerkida.net-ი იუწყება. 25 წლის გრიგალაშვილმა მიმდინარე სეზონში “ოთელოსში” 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მისი გუნდი კვიპროსის პირველ დივიზიონს (უმაღლესი ლიგა) დაემშვიდობა და ამჯერად, გრიგალაშვილის დამატება “არისს” უნდა, რომელმაც მეორე დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა.
კერკიდა.ნეტ-ის ინფორმაციით, რთული სათქმელია ლიმასოლელები გრიგალაშვილის გადაბირებას რამდენად მოახერხებენ, რადგან ქართველზე თვალი კვიპროსის სხვა კლუბებსაც უჭირავთ.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0