x
image
worldsport.ge
კვასხვაძე და ხმალაძე “პაფოსში” ითამაშებენ

imageმეკარე როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი ლევან ხმალაძე მომავალ სეზონში კარიერას კვიპროსის პირველ დივიზიონში წელს დაბრუნებულ “პაფოსში” გააგრძელებენ. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “პაფოსის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
“ჩვენი მწვრთნელის რეკომენდაციით 25 წლის მეკარე როინ კვასხვაძემ და 30 წლის ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ ჩვენს კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. მათ მივესალმებით და თავის საქმეში წარმატებას ვუსურვებთ” – ნათქვამია “პაფოსის” განცხადებაში, რომელიც კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
“ოთელოსი”, სადაც მიმდინარე სეზონში ქართველები გამოდიოდნენ, პირველი დივიზიონიდან გავარდა.
თუ სად გააგრძელებს კარიერას “ოთელოსის” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ელგუჯა გრიგალაშვილი ჯერ უცნობია.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0