x
image
worldsport.ge
“რეალი” დე ხეაში 20 მილიონს იხდის

imageმადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარის, დავიდ დე ხეას შეძენა 20 მილიონ ევროზე მეტი არ დაუჯდება.
მანჩესტერელებმა 24 წლის კარის დარაჯი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ დაიყოლიეს. დე ხეას მოქმედ კონტრაქტს ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და იმისათვის, რომ ინგლისელები კომპენსაციის გარეშე არ დარჩნენ, იძულებული არიან “სამეფო კლუბის” წინადადებას დათანხმდნენ.
Marca-ს ცნობით, “რეალი” ტრანსფერში მხოლოდ 20 მილიონს იხდის, მაშინ, როდესაც “იუნაიტედი” 50-ს ითხოვს, მაგრამ ინგლისელებს ისიც ესმით, რომ ესპანელები მომგებიან სიტუაციაში არიან და ცდილობენ ფასი თუნდაც 30 მილიონამდე გაზარდონ.
“მანჩესტერის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა უკვე აღიარა, რომ 24 წლის მეკარე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ დაიყოლია და ახლა მთავარია მისი კლუბი ძლიერ არ დაზარალდეს.




ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0