x
image
მანჩო 777
სიკვდილით დასჯის თანამედროვე მეთოდები (+16)
დღეს მსოფლიოში ყველაზე მთავარ სიახლედ ითვლება სიკვდილით დასჯა კორეის სახალხო - დემოკრატიული რესბუბლიკის თავდაცვის მინისტრისა, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი. მინისტრო სამხედრო სასწავლებელში საზენიტო იარაღით დახვრიტეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით სურვილი გამიჩნდა შემეხსენებინა თქვენთვის, თუ სიკვდილით დასჯის რა მეთოდები არსებობს თანამედროვე მსოფლიოში.

სიკვდილით დასჯა - ეს არის სასჯელის უმაღლესი ზომა, რომელიც აკრძალულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ხოლო ბევრ ქვეყანაში, სადაც დასჯის ეს ფორმა ჯერ კიდევ შემორჩენილია, მას მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს მიმართავენ. თუმცა არსებობს ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, სადაც სიკვდილით დასჯა ერთი შეხედვით "უწყინარი" დანაშაულის დროსაც ხდება, როგორიცაა: მექრთამეობა, სუტენიორობა, ყალბი ფულის დამზადება, გადასახადების დამალვა, ბრაკონიერობა და კიდევ მრავალი სხვა დანაშაული.


image


დღისათვის მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ექვსი ძირითადი მეთოდია გავრცელებული. აი ისინიც:




1. დახვრეტა


image


დახვრეტა - ესაა სიკვდილით დასჯის ფორმა, როცა ბრალდებულის მოკვდინება ხდება ცეცხლსასროლი იარაღის საშუალებით. დღეისათვის ეს ფორმა ყველაზე მეტადაა გავრცელებული მსოფლიოში. დახვრეტა ხდება, როგორც წესი, შაშხანის ან თოფის, იშვიათად სხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სროლების რიცხვი 4-დან 12 მერყეობს, - გააჩნია ქვეყანას და სიტუაციას. ზოგ შემთხვევაში საბრძოლო ვაზნებს ფუჭში ურევენ და ისე ტენიან იარაღს; ასე რომ, მსროლელებიდან არავინ არ იცის, მისი იარაღიდან ნასროლი ტყვიით მოკვდა თუ არა მსჯავრდებული.

რუსეთში, ბელორუსიაში, გერმანიასა და კიდევ მრავალ სხვა ქვეყანაში დახვრეტა სიკვდილით დასჯის ერთადერთი ფორმაა, ხოლო აშშ-ში ის შემორჩენილია, როგორც დასჯის სათადარიგო ფორმა მხოლოდ ერთ შტატში-ოკლაჰომაში.

ჩინეთში, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილით დასჯის განაჩენით, ხელისუფლება დროდადრო აწყობს სახალხო დახვრეტას ჩინოვნიკი მექრთამეებისა.


image


დღეისათვის დახვრეტა, როგორც სიკვდილით დასჯის ფორმა, გამოიყენება მსოფლიოს 18 ქვეყანაში.



2. ჩამოხრჩობა


image

ჩამოხრჩობა-სიკდვილით დასჯის ფორმაა, როცა მსჯავრდებულის მოკვდინება ხდება მარყუჟზე ჩამოკიდებით. ადამიანი იგუდება უჰაერობით და კისრის მალების დაწყვეტის გამო.

სიკვდილით დასჯის ამ ფორმას დიდი ხნის ისტორია აქვს: მას ჯერ კიდევ კელტები მიმართავდნენ, ახდენდნენ რა ადამიანების მსხვერპლად შეწირვას თავიანთი ღმერთის მიმართ. ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯის სცენები აღწერილი აქვს XVII საუკუნის მწერალ სერვანტესს თავის ნაწარმოებებში. ამ ხერხს საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მიმართავდნენ მსჯავრდებულების დასასჯელად. ეწყობოდა ჩამოხრჩობის სახალხო ჩვენებები. ის საკმაოდ პოპულარული იყო რუსეთის იმპერიაში, სადაც ქურდობის გულისთვისაც კი შეიძლებოდა ჩამოეხრჩოთ ადამიანები. საყოველთაოდაა ცნობილი დეკაბრისტების ჩამოხრჩობა და ეგრეთწოდებული "სტოლიპინის ჰალსტუხები".

ნიურნბერგის პროცესზე სიკვდილით დასჯის ეს ფორმა გამოყენებული იქნა მესამე რეიხის ხელმძღანელი 12 პირის მიმართ.


image


დღეისათვის ჩამოხრჩობა, როგორც სიკვდილის დასჯის ერთადერთი ან ერთ-ერთი ფორმა, გამოიყენება მსოფლიოს 19 ქვეყანაში.



3. სასიკვდილო ინექცია


image

სასიკვდილო ინექცია - ეს არის სიკვდილის დასჯის ფორმა, როცა სიკვდილმისჯილის სისხლში ინექციის წესით შეჰყავთ შხამი.

სიკვდილით დასჯის ამ მეთოდის გამოყენება დაიწყეს XX — XXI საუკუნეების მიჯნაზე და ის გამოიგონა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ჯეი ჩაპმენმა 1977 წელს. სიკვდილმისჯილს სვამენ სპეციალურ სავარძელში და მის ვენაში შეჰყავთ ორი მილი. თავდაპირველად მას სისხლში უშხაპუნებენ ნატრიუმის თიოპენტალს (ჩვეულებისამებრ ის საანესთეზიოდ გამოიყენება ოპერაციების დროს), შემდეგ მეორე მილაკით სისხლში შეჰყავთ შხამი პავულონი, რომელიც ახდენს სასუნთქი გზების პარალიზებას, და კალიუმის ქლორიდი, რომელიც აჩერებს გულის მუშაობას. ტეხასის და ოკლაჰომას შტატში მალევე მიიღეს კანონი, რომელიც ნებას რთავდა ამ ორი ნივთიერების გამოყენებისა სასამართლო პრაქტიკაში. დასჯის ეს ფორმა პირველად 1982 წელს გამოიყენეს ტეხასის შტატში, სულ მალე მსგავსი კანონი ამერიკის კიდევ 34 შტატში იქნა მიღებული. სიკვდილი, როგორც წესი, ინექციის შეყვანიდან 5-15 წუთში დგება. არსებობს სპეციალური მანქანა პრეპარატების შესაყვანად, მაგრამ ძირითადად მაინც ინექციის ხელით გაკეთებას ამჯობინებენ საიმედოობის გამო.


image


დღეისათვის სასიკვდილო ინექცია, როგორც სიკვდილის დასჯის ერთადერთი ან ერთ-ერთი ფორმა, გამოიყენება მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში.



4. ელექტროსკამი


image

ელექტროსკამი-ესაა მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც აშშ-ის ზოგიერთ შტატაში სისრულეში მოჰყავთ სასიკვდილო განაჩენი.

ელექტროსკამი წარმოადგენს დიელექტრული მასალისაგან დამზადებულ სავარძელს, რომელიც აღჭურვილია მტკიცე ღვედებით სიკვდილმისჯილის საიმედო ფიქსაციისათვის. სკამს თან ახლავს აგრეთვე სპეციალური მუზარადი. ელექტროდენის გამტარები მიერთებულია ხელისგულების დასაფიქსირებელ ადგილზე და მუზარადზე. სასჯელის აღსრულების დროს კონტაქტებით ტრანსფორმატორიდან მიეწოდება ცვლადი დენი, რომლის ძაბვა 2700 ვოლტია.

ელექტროსკამზე სიკვდილით დასჯის სისრულეში მოყვანა პირველად 1890 წლის 6 აგვისტოს მოხდა ობერნის ციხეში (ნიუ-იორკის შტატი). სერიული მკვლელი უილიამ კემლერი გახდა პირველი მსჯავრდებული, რომელიც ამ წესით დასაჯეს.


image


დღეისთვის სიკვილით დასჯის ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ აშშ-ის ექვს შტატში-ალაბამა, ფლორიდა, სამხრეთ კაროლინა, კენტუკის, ტენესის და ვირჯინიის შტატები.



5. თავის მოკვეთა


image

თავის მოკვეთა-ეს არის სიკვდილით დასჯის ფორმა, რომელიც ხორციელდება გილიოტინის ამ სხვა ბასრი იარაღების - ნაჯახის, ხმლის, დანის საშუალებით.

თავის მოკვეთა მყისიერად იწვევს ტვინის სიკვდილს სწრაფად პროგრესირებადი იშემიის გამო. ტვინის სიკვდილი დგება თავის მოკვეთიდან რამოდენიმე წამის განმავლობაში. ლეგენდები იმის შესახებ, რომ თავმოკვეთილის თვალები ჯალათს უცქერდა, თავი ცნობდა თავის სახელს და ლაპარაკსაც კი ახერხებდა, ნამდვილად გადაჭარბებულია. თავი ცნობიერებას კარგავს სხეულიდან მოცილებიდან 330 მილიწამის განმავლობაში და მყისიერად ჩერდება ნერვიული სისტემის მოქმედებაც, მათ რიცხვში ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, თუმცა ზოგიერთი რეფლექსი და სახის კუნთების მიმიკური მოძრაობა შესაძლებელია გაგრძელდეს რამოდენიმე წუთის განმავლობაში.


image


დღეისათვის მსოფლიოს 10 ქვეყანაშია ოფიციალურად ნებადართული თავის მოკვეთა, როგორც სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ფორმა, თუმცა პრაქტიკულად ის მხოლოდ საუდის არაბეთში გამოიყენება. თავის მოკვეთით ადამიანების დასჯას ხშირად მიმართავენ ისლამური შარიათის მიმდევრები, აგრეთვე ცხელ წერტილებში მებრძოლი მუსულმანები, გასამხედროებული ორგანიზაციები და ნარკოკარტელები კოლუმბიასა და მექსიკაში.



6. ქვებით ჩაქოლვა


image

ქვებით ჩაქოლვა- ესაა სიკვდილით დასჯის ფორმა, რომელიც ჯერ კიდევ ძველ იუდეაში იყო ცნობილი. დღეისათვის ჩაქოლვა ჯერ კიდევ გამოიყენება ზოგ მუსულმანურ ქვეყანაში. 2000 წლის 1 იანვრის მონაცემებით ჩაქოლვა შენარჩუნებული იყო მსოფლიოს ექვსი ქვეყნის კანონმდებლობაში. 2008 წლის 27 ოქტომბერს სომალიში მომხდარმა ამბავმა მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მოიცვა: ისლამური სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვებით ჩაქოლეს მოზარდი გოგონა, რომელიც, მშობლიური სოფლიდან დედაქალაქ მოგადიშოში ნათესავებთან მიმავალი, სამმა უცნობმა მამაკაცმა გააუპატიურა. Amnesty International-ის ინფორმაციის მიხედვით, დასჯილი მხოლოდ 13 წლის იყო.


image


2015 წლის 16 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ერაყის ქალაქ მოსულში ქვებით ჩაქოლეს ქალი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ცოლ-ქმრულ ღალატში.

7
2069
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2069
  
2016, 27 იანვარი, 15:07
უნდა ამოწყვიტო საერთოდ ესეთი ხალხი, ვინც ასეთ რამეებს იგონებს (დასასჯელ ატრიბუტებს)
2015, 14 მაისი, 23:03
გმადლობთ :)
2015, 14 მაისი, 22:42
მაგარი სტატიაა.
2015, 14 მაისი, 19:43
მადლობა :)
2015, 14 მაისი, 19:39
არა მაგრამ საინტერესო იყო :)
2015, 14 მაისი, 19:37
არ შეგზარა? მე ჟრუანტელმა ამიტანა :(
2015, 14 მაისი, 19:35
გავაზიარე ძალიან მაგრია მომეწონა :)
0 1 7