x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: “ინტერი” ტურეს გადაბირებას შეეცდება

imageმილანის “ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ნერაძური” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის იაია ტურეს გადაბირებას შეეცდება.
“რამდენად არსებობს ტურეს გადაბირების შანსი? არ შემიძლია გითხრათ, მაგრამ ნათელია, რომ მის გადაბირებას ნებისმიერი გზით შევეცდებით.” – განაცხადა ტოჰირმა.
ტურეს მომავალი “ქალაქელთა” რიგებში ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ბუნდოვანი ხდება. აფრიკელის შესახებ ცნობები ყოველდღიურად სხვადასხვანაირია. ზოგი გამოცემა იაიას ინგლისში დარჩენას უწინასწარმეტყველებს, ზოგიც კი აღნიშნავს, რომ მისი დღეები “სიტიში” დათვლილია. ტურეს საკუთარ გუნდში ხილვა რობერტო მანჩინის სურს და შესაძლოა მომდევნო სეზონში ნახევარმცველი იტალიაში გადაბარგდეს.
მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა 36 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. კოტდივუარელის სატრანსფერო ღირებულებამ 30 მილიონიდან 28 მილიონ ევრომდე დაიწია.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0