სხვა უნიკალური ნივთები, რომლებიც საკომისიო მაღაზიებში შემთხვევით იპოვეს 2015, 13 მაისი, 19:54 ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როცა საკომისიო მაღაზიებში უნიკალური და ძალიან ძვირფასი ნივთი აღმოუჩენიათ, ისე რომ, არც მათ პატრონებს და არც მაღაზიის მესვეურთ ეჭვი არ აუღიათ, თუ რა საგანძური ჩაუვარდათ ხელში. ამ ნივთებიდან ზოგიერთი ეგზემპლარი სავსებით სამართლიანად იმსახურებს საპატიო ადგილს "განძის კუნძულის" ან "ინდიანა ჯონსის" კოლექციაში. ადამიანები, რომლებიც წარსულში ამ ნივთებზე ნადირობდნენ, ხშირად სიცოცხლეს რისკავდნენ მათ ხელში ჩასაგდებად, ხოლო თანამედროვე განძზე მონადირენი კი საკომისიო მაღაზიებს სტუმრობენ, რათა გაუთვითცნობიერებელი პატრონის მიერ იქ შემთხვევით მიტანილი უნიკალური ნივთი ამოიცნონ და დაისაკუთრონ. მათი მონდომება ხშირად წარმატებით გვირგვინდება: ცნობილია შემთხვევები, როცა ამ მაღაზიებში იშვიათად, მაგარმ მაინც უპოვნიათ ნივთები, რომლებიც ათეულ ათასობით, ზოგჯერ კი მილიონობით დოლარი ღირს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ათ უნიკალურ შემთხვევას, როცა განსაკუთრებულად ძვირფასი რარიტეტი საკომისიო მაღაზიაში იპოვეს. 10. ილია ბოლოტოვსკი - "ვერტიკალური ბრილიანტი" შემთხვევა 2012 წელს მოხდა: უმუშევარი მხატვარი ბეტ ფიბეკი უსაქმურობისაგან დროის გასაყვანად საკომისოო მაღაზიებში დაეხეტებოდა. მან შემთხვევით იპოვა ორი ნახატი, რომლებიც ძალიან მოეწონა და შეიძინა კიდეც სულ რაღაც 9, 99 დოლარად. რამოდენიმე დღის შემდეგ მხატვრის მეგობარმა ქალმა ერთ-ერთ შეძენილ ნახატზე ცნობილი მხატვრის ხელმოწერა იპოვა: ილია ბოლოტოვსკი. ის გაოცებული და შოკირებული იყო თავისი აღმოჩენით. Sotheby-ის აუქციონზე სურათი 20 ათას დოლარად შეაფასეს, ხოლო საბოლოო ჯამში ის 35 700 დოლარად გაიყიდა. 9. Jaeger-Lecoultre-ის საათი, 1959 წელი ძვირფას ნივთებზე მონადირე ზაკ ნორისი, დასეირნობდა რა საკომისიო მაღაზიებში, შემთხვევით წააწყდა Jaeger-Lecoultre-ის 1959 წელს გამოშვებულ საათს, რომელიც 5, 99 დოლარად იყო შეფასებული. ზაკი მაშინათვე მიხვდა, რომ განძი ჩაუვარდა ხელთ. მან საათი სპეციალურ საიტზე დადო აუქციონის წესით გასაყიდად. უნიკალური ნივთი 39 ათას დოლარად გაიყიდა. 8. ვინს ლომბარდის სვიტერი ძნელი წარმოსადგენია, რომ დღე, როცა ძველი, ნახმარი სვიტერი შეიძინეთ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა თქვენს ცხოვრებაში. შინი და რიკი მაკეივებიც ვერ იფიქრებდნენ ამაზე. ძმები 2014 წელს ეშვილში ( ნიუ-იორკის შტატი) მდებარე საკომისიო მაღაზიას ესტუმრნენ და სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ, როცა იპოვეს სვიტერი, რომლითაც მწვრთნელი ვინს ლომბარდი სატელევიზიო შოუში გამოდიოდა. წყვილმა, რა თქმა უნდა, იმწამსვე შეიძინა ძვირფასი ნივთი. აუქციონზე მათ სვიტერი 43 ათას დოლარად გაყიდეს, ხოლო თავად მასში სულ რაღაც 0, 58 დოლარი გადაიხადეს. 7. ჩინური ფიალა სხვა ქვეყნებისაგან არც ავსტრალიაა გამონაკლისი -აქაც ბევრი ადამიანი ნადირობს ძველ და იშვიათ ნივთებზე. 2013 წელს ერთმა ავსტრალიელმა საკომისო მაღაზიაში ჩინური ფიალა შეიძინა, რომელიც სულ რაღაც 4 ავსტრალიური დოლარი ღირდა. შეძენილი ნივთის ფოტო მან Sotheby-ის აუქციონის კომეტეტს გადაუგზავნა, სადაც დაადგინეს, რომ ეს არის ჩინური თასი, გამოკვეთილი მარტორქას რქისაგან მე-17 საუკუნეში. თასი 75 640 ავსტრალიურ დოლარად გაიყიდა. 6. ჯეიმს ბონდის საათი ერთმა ინგლისელმა უსაქმურმა, დასეირნობდა რა მანქანების მეორადი ნაწილების ბაზარზე, შემთხვევით იპოვა Breitling-ს საათი, რომელიც 38 დოლარი ღირდა. შემდგომში გამოირკვა, რომ სათი ჯეიმს ბონდს ეკეთა ფილმში " სფერული ელვა". 2013 წელს Christie-ის აუქციონზე სააათი 160 175 დოლარად გაიყიდა. 5. ფლამანდიელი მხატვრების ტილო, 1650 წელი 2006 წელს ფრანგმა მოქალაქემ, გვარად ლეროი, იყიდა ნახატი, რომელიც 3 დოლარი ღირდა. რამოდენიმე წლის შემდეგ ლეროის ქალიშვილს აზრად მოუვიდა ნახატი ანტიკვარებისათვის ეჩვენებინა. მათ დაადგინეს, რომ ტილო მე-17 საუკუნეშია შექმნილი ფლამანდიელი მხატვრების მიერ და ის 30 ათას დოლარად შეაფასეს. 2012 წელს ნახატი ერთ–ერთ აუქციონზე 190 ათას დოლარად გაიყიდა. 4. ალექსანდრე კოლდერის ყელსაბამი ერთი ამერიკელი ქალბატონი, როდესაც ფილადელფიის მეორადი ნივთების ბაზარზე დაეხეტებოდა, შემთხვევით წააწყდა ძალიან ლამაზ ვერცხლის ყელსაბამს, რომელსაც კარგა ხანს ვერ მოაშორა თვალი. ყელსაბამი სულ რაღაც 19 დოლარი ღირდა და ქალმა სიამოვნებით შეიძინა ის ისე, რომ აზრადაც არ მოსვლია, თუ რა საუნჯე ჩაუვარდა ხელში. სამი წლის შემდეგ ეს ქალბატონი ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმს ესტუმრა დასათვალიერებლად. აქ მან ნახა სკულპტორ ალექსანდრე კოლდერის ნამუშევრები, რომლებიც ძალიან ჰგავდა მის ყელსაბამს. ქალმა სასწრაფოდ გააქანა თავის ნივთი შესამოწმებლად. აუციონზე ის გამოიტანეს სახელწოდებით " ვერცხლის ყელსაბამი, 1940 წელი". ნივთი 267 750 დოლარად გაიყიდა. 3. დამოუკიდებლობის დეკლარაცია (სპარკსი) აბა სხვა რა აავსებს ამერიკელს სიამაყით, თუ არა "დამოუკიდებლობის დეკლარაციის" ორიგინალის პოვნა? 2006 წელს მაიკლ სპარკსი ნეშვილის საკომისიო მაღაზიაში შემთხვევით წააწყდა რაღაც უცნაურ დუკუმენტს აღწერილობის გარეშე. გამყიდველმა სპარკსს უთხრა, რომ ეს საბუთი 2, 89 დოლარი ღირდა. მოგვიანებით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო 1832 წლით დათარიღებული "დამოუკიდებლობის დეკლარაცია". 2007 წელს ანონიმმა მყიდველმა Raynors’ Historical Collectible Auctions-ის აუქციონზე ეს რარიტეტი 477 650 დოლარად შეიძინა. 2. დამოუკიდებლობის დეკლარაცია დამოუკიდებლობის დეკლარაციამ ამერიკელებს სპარკსამდეც შეახსენა თავი. 1991 წელს უცნობმა მოქალაქემ საკომისიო მაღაზიაში სრულიად შემთხვევით ოთხ დოლარად იყიდა ხის ჩარჩოში ჩასმული სურათი. შენაძენის გამოკვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ეს იყო 1776 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ნივთი აუციონზე 2, 4 მილიონ დოლარად გაიყიდა. 1. ფაბერჟეს კვერცხი მეტალურგიული ქარხნის ერთმა მუშამ ძველმანი ნივთების ბაზარზე ფაბერჟეს კვერცხი იყიდა. მამაკაცი იოლად მიხვდა, რომ ნივთი ოქროსი იყო. ის ფიქრობდა, რომ კვერცხს გაადადნობდა და ოქროს გამოიყენებდა. მოგვიანებით გამოირკვა, რომ შენაძენი 30 მილიონ დოლარზე მეტი ღირდა. თუმცა ფასი, თუ რა თანხად გაიყიდა ეს კვერცხი, საიდუმლოდ დარჩა. დღეისათვის ცნობილია, რომ არსებობდა ფაბერჟეს მიერ დამზადებული 50 ორიგინალი კვერცხი. მათგან ნაპოვნია მხოლოდ 43. ასე რომ, განძისმაძიებლებო, ხშირად ესტუმრეთ ძველი ნივთების ბაზრობებს და საკომისიო მაღაზიებს. რა იცით, იქნებ თქვენც გაგიმართლოთ და ერთ მშვენიერ დღეს მილიონერი გახდეთ. 585 13-ს მოსწონს |
სტატია არაჩვეულებრივია