x
image
მანჩო 777
ათი საყოფაცხოვრებო "ეშმაკობა" თქვენი ტანსაცმლისა და ფეხსაცმელებისათვის
თითოეული ჩვენგანის გარდერობში აუცილებლად მოიძებნება ნივთები, რომელთაც წარმატებულ შენაძენად ვთვლით. ისინი ზუსტად გვადგას ტანზე და მათში კომფორტულად ვგრძნობთ თავს, მაგრამ "ყველაფერი კარგი წარმავალია", ჩვენი საყვარელი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი დროთა განმავლობაში კარგავს თავის პეწს და უკვე აღარ გამოიყურება ახლებურად, ჩვენ კი გვინდა მათ ძველი სილამაზე დავუბრუნოთ. ამისათვის საჭიროა პატარ-პატარა ეშმაკობების ცოდნა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებთ.

მაშ ასე, მინდა შემოგთავაზოთ ათი მარტივი ხერხი იმისათვის, რომ თქვენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მუდამ წესრიგში იყოს.



1. სისუფთავით მბრწყინავი კედები


imageimage
აიღეთ პატარა ჯამი და ზედ დაყარეთ ცოტაოდენი სარეცხი ფხვნილი და სოდა. დაასხით სულ ცოტა ცხელი წყალი. კბილის ძველი ჯაგრისი დაასველეთ ამ ხსნარში და კარგად გაწმინდეთ თეთრი ზოლი კედების ძირზე. მიღებული შედეგით აუცილებლად დარჩებით კმაყოფილი.




2. როგორ მივანიჭოთ კოლგოტებს სიმტკიცე?


image
ყველამ როდის იცის, რომ კოლგოტზე თვალის წასვლის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა თმის ლაქი. მიასხურეთ ის კოლგოტს და ის გაცილებით უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.



3. კოლგოტზე წასული თვალის დამაგრება


image


"გაქცეული თვალის" დამაგრებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრჩხილების ლაქი. დაიტანეთ მისი მცირეოდენი რაოდენობა წასული თვალის ბოლოზე და დააცადეთ გახმობა. ის გაჩერდება და "სირბილს" აღარ გააგრძელებს.



4. ახალი ან მოჭერილი ფეხსაცმლის გაწევა


image

თუ ახლადშეძენილი ფეხსაცმელი ოდნავ ვიწრო გაქვთ და გიჭერთ, შეგიძლიათ შემდეგ ხერხს მიმართოთ: აიღეთ ორი ცალი ცელოფანის ერთჯერადი პაკეტი, ჩააფინეთ ფეხსაცმელში, ფრთხილად ჩაასხით მათში წყალი და ფეხსაცმელები დააწყვეთ საყინულეში. დააცადეთ 5-6 საათი, სანამ წყალი ბოლომდე არ გაიყინება. გამოიღეთ და დაელოდეთ, სანამ ყინული გადნება. არავითარი კოჟრები ამის შემდეგ თქვენ აღარ შეგაწუხებთ.



5. როგორ შევუნარჩუნოთ ჯინსებს პირვანდელი ფერი?


image

ჯინსების გარეცხვის დროს სარეცხ ფხვნილთან ერთად აუცილებლად დაამატეთ ცოტაოდენი (2-3 სუფრის კოვზი) ძმარი. ჯინსის ტანსაცმელი გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებს ფერს და არ გახუნდება.



6. როგორ "დავიჭიროთ" ელვა-შესაკრავის ენა?


image


თუ თქვენი ჯინსების ელვა-შესაკრავზე ენა გამუდმებით გარბის დაბლა, პატარა ეშმაკობას მიმართეთ: დაამაგრეთ ის ინგლისური ქინძისთავით (ბულავკით). ეს იოლია და მოსახერხებელი.



7. ოფლის კვალის მოშორება ღია ფერის ტანსაცმელზე


image

გარეცხვის წინ ასეთი ადგილები გაწმინდეთ ლიმონის წვენით. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ განსხვავებას.



8. წითელი ღვინის ლაქები


image

თუ ტანსაცმელზე შემთხვევით დაგეღვარათ წითელი ღვინო, არ იდარდოთ. დალაქავებული ადგილი გაწმინდეთ თეთრი ღვინის და მარილის ნარევით. ლაქა უკვალოდ გაქრება.



9. თასმის გაყრა სპორტულ ქურთუკში


imageimageimage
ალბათ ხშირად დაგმართნიათ, რომ თასმა გამომძვრალა კაპიუშონის ბოლოდან ან სპორტული ქურთუკის ქვედა ნაწილიდან. მისი უკან დაბრუნება იოლად შეგიძლიათ წვენის საწრუპავი პლასტმასის მილაკის დახმარებით. გაუყარეთ თასმა მილაკში, შემდეგ კი მილაკი გაუყარეთ ნაკერში. შესანიშნავია იდეაა, არ მეთანხმებით?



10. ტანსაცმლის საკიდზე დაკიდების უსწრაფესი ხერხი


შევყოთ ხელი პერანგის იღლიაში და ამავე ხელით ავიღოთ საკიდი. შემდეგ კი მეორე სახელოდანაც იგივე გავაკეთოთ - იოლი და სწრაფი მეთოდია, არა?



ახლა კი გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც თვალნათლივ გიჩვენებთ ზემოთჩამოთვლილ ხერხებსა და მეთოდებს.



2
3849
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3849
  
2015, 14 მაისი, 14:57
მადლობა :)
2015, 14 მაისი, 14:52
მაგარია!
0 1 2