სხვა ამერიკის პოლიცია ეძებს უცნობს, რომელმაც 200 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ტანსაცმელი მოპარა დემი მურს 2015, 10 მაისი, 19:15 ამერიკის პოლიცია ქალაქ ლოს ანჟელესში ეძებს უცნობს, რომელმაც 200 ათასი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოპარა ჰოლივუდის ვარსკვლავს დემი მურს.ინციდენტის შესახებ მსახიობმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ CBS.
დაკარგული ნივთების შესახებ ცნობილმა კინომსახიობმა ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში განაცხადა პოლიციაში. პარასკევს კი პოლიციის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა Joe Rios - მა მაღაზიებიდან ქვითრები მოითხოვა და დათვლის შედეგად თანხა ზუსტად 200 ათასი ამერიკული დოლარის ექვივალენტია ევროსთან მიმართებაში.
პოლიციის პოლკოვნიკის განცხადებით მსახიობის ნივთები სარდაფში იყო ერთად თავმოყრილი. აღნიშნული სარდაფი კი წყაროზე დაყრდნობით ბოლო ექვსი თვეა აღარ ფუნქციონირებს, რაც ეჭვს ბადებს იმის შესახებ, თუ რატომ მაინც და მაინც ამ მიტოვებულ სარდაფში მოხდა ამ ღირებულების საქონლის შენახვა.
მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეძენილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ინვენტარიზაცია ჩაატარა და მიყენებული ზიანი უკვე ცნობილია.
საინტერესოა, ამერიკის პოლიცია რა ფორმით მოახერხებს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ ქურდი არ იქნება დაკავებული?გარდა ამისა, საინტერესოა ასევე მსახიობი ხომ არ მოითხოვს მორალურ ზარალსაც - წერს წყარო. 19 9-ს მოსწონს
|